მსჯელობა იმის შესახებ თუ რამდენად ჭკვიანია ადამიანი ძალიან სუბიექტური საკითხია. ეს განისაზღვრება “ინტელექტის კოეფიციენტით” თუ მიღწევებით? ადამიანების დაახლოებით 50 პროცენტს აქვს IQ 90-დან 110-მდე, 2, 5 პროცენტი ითვლება ნონებრივად ჩამორჩენილი – IQ 70-ზე დაბალი ოდენობით, ასევე 2, 5 პროცენტი აღემატებიან უმეტესობას IQ–ს 130-ზე მეტი ოდენობით, ხოლო 0, 5 პროცენტი ითვლებიან გენიოსებად 140-ზე მაღალი IQ-თი. მაგრამ კამათი იმის შესახებ თუ ვინ არის ყველაზე ჭკვიანი არასოდეს დასრულდება, თუმცა ჩამოთვლილი გენიოსებიდან ვერავინ იტყვის რომ ისინი არ არიან ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ადამიანები მსოფლიოში.

გთავაზობთ 10 ყველაზე ჭკვიან ადამიანს მსოფლიოში.

1. სტივენ ჰოკინგი.IQ 160

ბრიტანელი ფიზიკოსი და ასტროფიზიკოსი. ფიზიკო-თეორეტიკოსებს შორის იგი არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მოწინავე მეცნიერი. ძირითადად მოღვაწეობდა კოსმოლოგიასა და კვანტურ გრავიტაციაში.

“გამარჯობა, ჩემი სახელია სტივენ ჰოკინგი – ფიზიკოსი, კოსმოლოგი და, რაღაც კუთხით, მეოცნებე. მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობა არ შემიძლია და კომპიუტერის დახმარებით ვლაპარაკობ, ჩემს გონებაში თავისუფალი ვარ. თავისუფალი ვარ, რომ გამოვიკვლიო სამყარო და დავსვა უდიდესი შეკითხვები”.

2. კიმ იუნგ-იონგი “Kim Ung-Yong”.IQ-210.

იმი არის გენიოსი ჩინეთიდან, რომელიც შევიდა გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე მაღალი IQ–ს მფლობელი მსოფლიოში. 2 წლის ასაკში ის თავისუფლად საუბრობდა 2 ენაზე, ხოლო 4 წლის ასაკში თავისუფლად ხსნიდა რთულ მათემატიკურ განტოლებებს. 8 წლის ასაკში კი მიწვეული იქნა “ნასაში” სასწავლებლად.

3. გარი კასპაროვი.IQ 194

„ჭადრაკის მომავალი დღეს ამ პატარა ბიჭის ხელშია”! – ეს სიტყვები გასული საუკუნის 50-60-იანი წლების მსოფლიოს ჩემპიონმა მიხეილ ბოტვინიკმა 1974 წელს თქვა.
1985 წელს, როცა მან მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, 22 წლის იყო. ამ ასაკში არავის დაუდგამს საჭადრაკო გვირგვინი!
22 წლის გარი კასპაროვი მსოფლიოს მე-13 ჩემპიონი გახლდათ.

4. კრისტოფერ ჰირატა “Christopher Hirata” IQ – 225.

16 წლის ასაკში კრისტოფერი მუშაობდა ნასაში პროექტზე “კოლონიზაცია მარსზე”. 22 წლის ასაკში მან მიიღო “დოქტორის” წოდება ასტროფიზიკაში.. მან 13 წლის ასაკში მოიგო ამერიკაში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატი ფიზიკის დარგში. კალიფორნიის ინსტიტუტში 14 წლის ასაკში შევიდა. ის დღემდე ამ უნივერსიტეტში ასტროფიზიკას ასწავლის.

5.ტერენს ტაო-IQ  225-230

ის ავსტრალიელი მათემატიკოსია, რადგან მისი მშობლები ემიგრანტად წავიდნენ ჰონგ კონგიდან ავსტრალიაში. ტერენსმა სახელი გაითქვა მათემატიკურ ოლიმპიადებში ხშირი გამარჯვებით. ის კალიფორნიის უნივერსიტეტში ასწავლის.

 6.უილიამ ჯეიმს სიდისი – IQ 250 – 300

ამ ადამიანის ზუსტი აიქიუ უცნობია, მაგრამ ექსპერტები მის ინტელექტს 250-დან 300-მდე აფასებენ. რატომ მიიღო მან ასეთი მაღალი შეფასება? ის დაიბადა 1898 წელს. ჰარვარდის უნივერსიტეტში 11 წლისამ ჩააბარა, სადაც  სწავლობდა მათემატიკას. ამიტომ ერთადერთი ადამიანია, რომელიც ამ ასაკში მოხვდა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში. სწავლის დასრულების შემდეგ ის ლექტორი გახდა იმავე უნივერსიტეტში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მასზე ასაკით უფროსი სტუდენტები ვერ უსმენდენ, ვერ აღიქვამდნენ დამაჯერებლად. ამავდროულად, უილიამის მაღალი ინტელექტი არ აძლევდა საშუალებას ადამიანებთან მჭიდრო მეგობრობა დაემყარებინა. მისი გენიალურობის და უმაღლესი ინტელექტის გამო, მის მიმართ  როგორც უნივერსიტეტიდან, ასევე მთავრობიდან მუდმივი მოთხოვნა არსებობდა. ის 46 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 7.იუდით პოლგარი, IQ 170

ჭადრაკი ოდითგანვე ინტელექტუალურ თამაშად მიიჩნეოდა. როგორც წესი, ჭადრაკის მოთამაშეები გამოირჩევიან ინტელექტის მაღალი დონით. ჯუდიტ პოლგარი ყველა დროის ყველაზე მაგარი ქალი მოჭადრაკეა. მან 15 წლის ასაკიდან გამოავლინა უნიკალური ნიჭი. გარი კასპაროვს მოუგო ჭადრაკის თამაშში და პირველი ქალი გახდა, რომელმაც მსოფლიოს ნომერ 1 ადგილი აიღო ამ თამაშში. 15 წლის ასაკში გახდა ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი მსოფლიოში..

8.რიკ როსნერი “Rick Rosner”. IQ- 192.

ამხელა IQ-ს მფლობელი ადამიანი სად შეიძლება მუშაობდეს? რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ის არის “სატელევიზიო პროდიუსერი”. მისი სამსახურების სიაში ასევე შედის მიმტანი და “სტიპტიზიორი”..

"Rick Rosner"-ის სურათის შედეგი

9.პოლ ალენი. IQ – 170.

კომპანია “მაიკროსოფტის” თანადამფუძნებელი. პოლ ალენი ასევე იმყოფება ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში 48-ე ადგილას. ის არის მრავალი კომპანიისა და სპორტული გუნდების მფლობელი.

პოლ ალენი-ის სურათის შედეგი

10. “სერ ენდიუ უალსი”. IQ – 170.

მან მოიგო 15 ჯილდო სფეროში მათემატიკა და მეცნიერება..

image

Please follow and like us: