ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორში ჰამასის ბაზებზე საპასუხო იერიში მიიტანა. რამდენიმე საათით ადრე, ისრაელის მიმართულებით რაკეტა და ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი საჰაერო ბურთები პალესტინურმა მხარემაც გაუშვა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ღაზას სექტორიდან გაშვებული რაკეტა ისრაელის საჰაერო თავდაცვითმა სისტემამ ჩამოაგდო. ეს მიმდინარე თვეს ვითარების გამწვავების პირველი ინციდენტია.

Please follow and like us: