წმიდა მამები მარხვასა და ლოცვას უწოდებენ ორ ფრთას, რომლითაც ქრისტიანის სული ცად
მაღლდება.

ეკლესიის მიერ მარხვის მთელის სისტემაა დადგენილი, რომლის დაცვისას ქრისტიანი ახერხებს,
რომ სულიერი ღვაწლი წარმატებით აღასრულოს და სულიწმიდის მადლი მოიხვეჭოს.

ზოგი შიშობს, რომ თუ ხორცს არ შეჭამს, დაუძლურდება და შრომას ვეღარ შესძლებს. მათ შევახსენებთ, რომ ქვეყნად ყველაზე დიდ და ძლიერი ცხოველები: სპილო, ხარი და კამეჩი ბალახით იკვებებიან. ასევე ადამიანიც მარხვის დროს არა მხოლოდ ფიზიკურ ძალებს და შრომისუნარიანობას არ კარგავს, არამედ მომეტებული ცილისა და ცხიმებისაგან ორგანიზმის განწმენდის ხარჯზე სხეულში სიმსუბუქეს განიცდის, მისი გონებრივი და ფიზიკური აქტივობა შესამჩნევად უმჯობესდება.

უფალს ადამიანისთვის ისეთი მცნება არ დაუდია, რომელიც მისთვის სიკეთის მომტანი არ იქნებოდა. ჩვენს დროში ექიმები აღნიშნავენ, რომ მარხვა ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს, ზოგიერთი კი, მარხვის სისტემას კვების რეჟიმის ოპტიმალურ სახედ მიიჩნევს. ორსულების, მოხუცებისა და ავადმყოფებისათვის საეკლესიო წესის მიხედვით, მარხვა რამდენადმე მსუბუქდება.

გაზიარება