რაგბიში ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრებმა გერმანია ანგარიშით 52:3 დაამარცხა.

ქართველმა მორაგბეებმა ამ გამარჯვებით ერთი ტურით ადრე უკვე გაინაღდეს ჯგუფში პირველი ადგილი. მომდევნო მატჩს კი „ბორჯღალოსნები“ რუსეთის წინააღმდეგ კრასნოდარში,17 მარტს, 16:00 საათზე გამართავენ.

რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, “ბორჯღალოსნებმა” დღემდე მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის სამივე შეხვედრა მოიგეს – კლუჟში რუმინეთთან 18:9, თბილისში ესპანეთთან 24:10 და ბრიუსელში ბელგიასთან 46:6, რის შედეგადაც საქართველოს ნაკრები 13 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება.

გერმანელებმა კი აქამდე ჩატარებული სამივე მატჩი წააგეს – ბელგიასთან ბრიუსელში 22:29, ბოტოშანში რუმინეთთან – 10:38 და ჰაიდებერგში რუსეთთან – 18:26. სამი ტურის შემდეგ გერმანიის ნაკრები 1 ქულით სატურნირო

გაზიარება