„ გადამარჩინე მეგობრის გადარჩენით „ – სწორედ ამ სლოგანით საქართველოს დიდ ქალაქებში, მის ფარგლებს გარეთაც ენთუზიაზმით სავსე დაუღალავი ახალგაზრდები საქველმოქმედო აქცია-პერფორმანსებს აწყობენ . მათ სჯერათ , რომ დიდ მონდომებას, შრომას და იმედს შედეგი მოაქვს, რწმენას კი სასწაულების მოხდენაც შეუძლია.
ადამიანი ადამიანისთვის დღეა, დაგვიბარა დოჩანაშვილმა და ამ სიცოცხლით სავსე მომავალ თაობას რომ გადახედავთ, ქუჩაში მომღიმარ ახალგაზრდებს დაინახავთ წიგნებით, ბუშტებით, ათასი ფერადი ნივთით ხელში, ანგარიშის ნომერსაც რომ წაიკითხავთ , მერე კიდევ უფრო მეტად დარწმუნდებით ამ ფრაზის ჭეშმარიტებაში. ისინი მოგიწოდებენ, რომ გადაარჩინოთ მეგობრის გადარჩენით .
მათი მეგობარი კი 21 წლის გიორგი კალიაევია, იგივე კლარკი. რამდენიმე თვის წინ ლეიკემიის მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო დიდი და რთული გზა ოჯახისა და მეგობრებისთვის. ელენთის ამოკვეთა და 8 ქიმიის პროცედურა საქართველოში უკვე გადაიტანა და ახლა თურქეთში, სტამბოლში იმყოფება, რათა კლინიკა gayrettepeflorence nightingale hastanesi-ში სასწრაფოდ გაკეთდეს ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაცია. ოპერაციის ხარჯები სრულად დაფარა თბილისის მერიამ. თუმცა სამწუხაროდ, გიორგის მდგომარეობა გადაფრენის შემდეგ საკამაოდ დამძიმდა. როგორც ანალიზებიდან გამოჩნდა, მას მეტასტაზები თავის ტვინშიც წაუვიდა და დამატებით ქიმიასა და დასხივებებს საჭიროებს. მეგობრებმა მას დონორისა და წინა საოპერაციო პროცედურების ხარჯებისათვის უკვე მოუგროვეს თანხა, თუმცა ახლა მას 30 000 დოლარი 3 კვირიანი პროცედურებისთვის გაუთვლისწინებელ ხარჯად დააწვა და უახლოეს დღეებში უნდა ჩაირიცხოს. ამას დავამატოთ ის 10 000 დოლარი, რომელიც პოსტოპერაციული 3 თვიანი რეაბილიტაციის კუსისსა და საცხოვრებელ ხარჯებს ესაჭიროება.
ოჯახმა და მეგობრებმა ყველანაირ გზას მიმართა თანხის შესაგროვებლად, ვიდეო მიმართვები, ორგანიზაციების დონორობა , ასევე აქცია-პერფორმანსები, რომლებშიც ჩაერთვნენ უკვე თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და ათენში მყოფი ადამიანები.


რამდენად რთულია თანხის შესაგროვებლად ბრძოლა და რა სირთულეების გადალახვისთვის არიან მზად მეგობრის გადასარჩენად, ამაზე „თბილისი თაიმსს“ კლარკის ახლო მეგობარი და საქველმოქმედო აქციების აქტიური წევრი თეკლე კობახიძე ესაუბრა :
„გიოს ელენთა ივლისში ამოკვეთეს. მალევე გავიგე და ვნახე საავადმყოფოში. დავდე პირველი სტატუსი მისი მდგომარეობის შესახებ და მივუთითე დედამისის ანგარიშის ნომერი. ხალხმა დაიწყო ჩარიცხვა მაგრამ ძალიან ცოტა თანხა გროვდებოდა, (გიომ ქიმიები დაიწყო). რამდენიმე თვის შემდეგ კიდევ დავდე სტატია,რადგან ქიმიების ფული უკვე ფიზიკურად ვეღარ გროვდებოდა და ვითხოვე დახმარება.

ამ პერიოდში ნინია ყოჩიშვილმა და სალომე მინდიაშვილმა, ძალიან საყვარელმა გოგოებმა და გიოს მეგობრებმა შექმნეს ჯგუფი და დავიწყეთ აქტიურად ფიქრი, რა გაგვეკეთებინა გიოსთვის. ავდაპირველად ინტერნეტქსელში ვავრცელებდით ინფორმაციას და ნელ-ნელა ჩარიცხვებმაც იმატა. გავაკეთეთ GOFOUNDME და fundraising გიოსთვის, დავამატეთ ანგარიშები და აშ.

8 ქიმიის შემდეგ გიოსთვის საჭირო გახდა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია და თურქეთში გამოჩნდა დონორი.. მერიამ დაგვიფინანსა ტრანსპლანტაცია და საჭირო გახდა წინასაოპერაციო ხარჯების, ფრენისა და საცხოვრებელი ხარჯების დაფაარვა. და აქედან დავიწყეთ:
7 თებერვალს პირველად გავედით ქუჩაში დასაკრავად. რუსთაველის მეტროსთან ხელში ფორმატები გვეჭირა „გადამარჩინე მეგობრის გადარჩენით“ (რაც სლოგანად გვექცა), „ლეიკემია განაჩენი არ არის“ და აშ. იმ დღეს 416 ლარი შევაგროვეთ და ასეთი რამ ვქენით (გადაუხურდავებლად) ჩავყარეთ პარკში და შევუვარდით გიოს სახლში ერთი 15 ადამიანი. მაკა დეიდა ვატირეთ.

ამის შემდეგ გადავედით თავისუფლებაზე და სახლიდან გამოტანილი ნივთები, წიგნები გავყიდეთ. ეს იყო დღე როცა ჩვენი შემოსული თანხა 1000 ლარს აცდა. დაგვემატა დონორის თანხის ერთ კვირაში შეგროვება და მას შემდეგ ქუჩაში ვიყინებოდით თებერვალის ბოლომდე. დავუკავშირდით ძალიან ბევრ კომპანიასა და სტარტაპს, მხატვრებს, გამომცემლობებსა და კერძო პირებს, ვთხოვეთ გადმოეცათ ნივთები, წიგნები და ნახატები გიორგისთვის გასაყიდად და ერთ მშვენიერ დღეს კი თბილისი მოლმა დაგვრთო ნება მათ შენობაში დილიდან საღამომდე კომპანიებისგან შემოწირული ნივთებით გვევაჭრა, დახმარება გვეთხოვა და დაგვეკრა კიდეც. ამ დღეს 5000 ლარამდე მოგროვდა. გვრჩებოდა 10 000 დოლარი სამთვიანი რეაბილიტაციის კურსისთვის.

ორი დღის შემდეგ გიორგის თავის ტვინში ასული მეტასტაზების შესახებ გაირკვა.ტკიოდა, ვერ დგებოდა, ვერ ჭამდა. მოკლედ დამძიმდა მდგომარეობა , ცოტა შევშინდით.. როგორია მეგობარი რომ ხელიდან გეცლება.. ამას დავამატოთ ის, რომ კლინიკა 30 000 დოლარის გარეშე ქიმიებს და სხვა პროცედურებს არ უწყებდა. და გამოჩნდა იმედი: კახი კალაძის ლაივი 7 მარტს. დავირაზმეთ და ჩავუსაფრდით ლაივს. საათნახევრის განმავლობაში ჰეშთეგით #გადამარჩინე_მეგობრის_გადარჩენით ძალიან ბევრი კომენტარი ვწერეთ და ლაივის ბოლოს სასურველი დაპირებაც გაისმა.. ამ ადამიანმა ჩვენ გიოს 20 000 ლარი შესწირა მერიის ფონდიდან (აქვე ვიტყვი, რომ მანამდე 95 000 ლარით დააფინანსა მისი ოპერაცია, რომელიც 1 თვით გადაიდო).

ახლა გიოს მეგობრები ყველა მხრივ ვცდილობთ დარჩენილი თანხის შოვნასაც, რადგან კალაძის მიერ მოცემული ფულით 1 კვირის მკურნალობა ჩაუტარდება და დარჩენილ თანხასაც დაფარვა უნდა. ამიტომ გვაქვს ღვთის და ხალხის იმედი. ამ ამბით დავინახე რამდენად დიდია ხალხის სიყვარული და გვერდში დგომა, როცა რამე ასეთი საშინელი გემართება. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას სიცოცხლისთვის და გთხოვთ გადაგვარჩინოთ მეგობრის გადარჩენით ! „

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია:
საქართველოსბანკი / Bank of Georgia –
GE44BG0000000607618300
თიბისიბანკი /TBC Bank –
GE17TB7712145061100086
ლიბერთიბანკი / Liberty Bank-
GE54LB0111142322316000
მიმღები – მაკავარინა / Recipient — MakaVarina
0901700483 – ზარინებისმიერიოპერატორიდან — 1 ლარი /Call from any mobile operator 1.00 GEL

კლიპი: https://www.facebook.com/watch/?v=388033048628110

ავტორი: ანა ურუშაძე

გაზიარება