ორიოდ დღის წინ შეიარაღებული პირების მხრიდან გატაცებულმა, ლიბიის პრემიერმინისტრმა ალი ზეიდანმა გატაცებასთან დაკავშირებით დაარღია დუმილი.
სატელევიზიო გამოსვლისას მან შეფასება მისცა რა თავის გატაცებას, თქვა, რომ ეს გატაცება ფაქტიურად სახელმწიფო გადატრიალების ტოლფასი იყო და მადლობა გადაუხადა იმ სპეცრაზმელებს, რომლებმაც შესძლეს მისი განთავისუფლება.
მისივე თქმით, გატაცების უკან დგას ერთ-ერთი საპარლამენტო დაჯგუფება, თუმცა არ დააკონკრეტა. “გამტაცებლებს და მათ წამხალისებლებს სურთ ქვეყანა ააცდინონ დემოკრატიულ განვითარებას და იგი კვლავ სიბნელეში დააბრუნონ, მაგრამ ვერაფერს გახდებიან და ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმების გზით სიარულს“ – განაცხადა ლიბიის პრემიერმა.
14.10.13