3 საათის წინ
სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ვეტერანები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები, არასრულწლოვნები და დევნილები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან
3 საათის წინ
„ნახატი, რომელშიც სული დევს, იშვიათია“- თვითნასწავლი მხატვარი ძმების ნაამბობი
4 საათის წინ
რადიოქალაქში იქნება ყველანაირი შესაძლებლობა და პლატფორმა ახალგაზრდებისთვის – კახა კალაძე
4 საათის წინ
არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით შსს-მ 11 ადამიანი დააკავა, მათ შორის მშობლებიც
5 საათის წინ
ორი სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ [ფოტოგალერეა]

ბეტონის ვიწრო და აქა- იქ დაზიანებულ გზას სამოთხემდე ნამდვილად არა , მაგრამ შავი ზღვის სანაპირომდე მივყავართ . ბულვარის ნაწილი, რომელიც მალთაყვის სანაპირო ზოლზე მოეწყო, ჯამში 4 მილიონზე მეტი ლარი დაჯდა. მისი მოწყობა კი გეგმით დადგენილ ვადას საგრძნობლად გადასცდა .
მოხვდებით თუ არა ამ ერთი შეხედვით „ მიტოვებულ „ ადგილას, უჩვეულო სევდა დაგეუფლებათ . კენტად გაბნეული გამხმარი პალმები , დაზიანებული ტროტუარები, ჩაცვენილი ბეტონები, ამოყრილი ასფალტის ფენა, არც ისე „ მწვანე „ გამწვანებული ზონა, რომელიც სრულად დაუცველია პირუტყვისგან და ბზარები შენობების კედლებზე. აქ ყველაფერს გულგრილობის დიდი კვალი ეტყობა .
და ისმის მთავარი კითხვა ?
როგორ ჩაიბარა ფოთის მერიამ ტენდერით გამარჯვებული კომპანიის მიერ „შესრულებული „ მალთაყვის სანაპირო ზოლის მოწყობა, რომელიც დღემდე დაუსრულებელის შთაბეჭდილებას ტოვებს და რას აპირებს მოახლოებულ ტურისტულ სეზონზე ადგილობრივი თვითმმართველობა ?
აუდიტის 2019 წლის ანგარიშში ვკითხულობთ : „ შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების გარკვეული ნაწილი დაზიანებულია. მუნიციპალიტეტს არ მიუმართავს მიმწოდებლებისათვის ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ საგარანტიო ვადაში ხარვეზების გამოსწორების მოთხოვნით. შედეგად, მოსახლეობამ ვერ მიიღო პროექტით გათვალისწინებული სარგებელი გრძელვადიან პერიოდში.
მუნიციპალიტეტმა რიგი სამშენებლო სამუშაოები შეისყიდა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. ობიექტები ჩაბარებულია და ანგარიშსწორება განხორციელებულია ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე, რაც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
საბიუჯეტო პროცესის წარმართვაში არსებულმა მართვის სისუსტეებმა, წარმოშვა სხვადასხვა ხასიათის ხარვეზები მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის შედგენაში, ბიუჯეტის დაგეგმვაში, ბიუჯეტის წლიური შესრულების ანგარიშის შედგენასა და საბიუჯეტო კლასიფიკაციაში.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ მაღალი თანამდებობის პირზე დანამატი გაცემულია მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით. მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად ბიუჯეტიდან ზედმეტად დაიხარჯა საბიუჯეტო სახსრები.“
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დასკვნიდან ასევე ირკვევა, რომ 2015 წელს მუნიციპალიტეტმა დაგეგმა ქ.ფოთში მალთაყვის უბანში სანაპირო ზოლის და მასთან მისასვლელი გზის მოწყობა. პროექტის დაფინანსებისათვის განისაზღვრა 18.0 მლნ ლარი. სანაპირო ზოლზე უნდა განხორციელებულიყო ბულვარის გარე-განათების, ტროტუარების კეთილმოწყობა, შიდა და გარე წყალსადენის, შიდა ელ. მომარაგების, სანტექნიკის, ძალოვანი ქსელის, კანალიზაციის მაგისტრალის, ტბის გადამრთველის, სანიაღვრე ქსელის, გამწვანების, სკუტერების მისასვლელის, კაფე-სანაყინეების, საჩრდილობლების, სათვალთვალო კოშკების, საშხაპეების, საფეხმავლო ხიდის, დამხმარე სათავსოს მოწყობის სამუშაოები. წარმოდგენილი მონაცემით, სანაპირო ზოლის მოწყობა დაიგეგმა ეტაპობრივად, 2015 წელს პროექტის დასაფინანსებლად რეგიონალური განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში გამოიყო 5.0 მლნ ლარი, ხოლო 2017 წელს 4.06 მლნ ლარი.
2015 წელს მუნიციპალიტეტმა ქ. ფოთში მალთაყვას უბანში სანაპირო ზოლის (მათ შორის მისასვლელი გზის) პირველი ეტაპის სამუშაოების შესყიდვაზე ხელშეკრულება გაუფორმა შპს „პირამიდა ფ.რ-ს ფილიალს“, ღირებულებით 4,180.0 ათასი ლარი14 . ხელშეკრულების პირობების მიხედვით, სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2016 წლის 31 აგვისტომდე. მიმწოდებელმა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ვერ უზრუნველყო პროექტის დასრულება. წარმოდგენილი მონაცემებით სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარება განხორციელდა 2017 წლის ნოემბერში. წარმოდგენილი დოკუმენტებით, პროექტი ჩაიბარა მუნიციპალიტეტმა, რითაც დაადასტურა სამუშაოების შესაბამისობა ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. მუნიციპალიტეტში არ არის შექმნილი ინსპექტირების ჯგუფი, არც სამუშაოების მიმღები კომისია.
შეიძლება დავასკვნათ, რომ უკვე დაახლოებით ორი წელია, რაც მალთაყვის სანაპირო ზოლზე უხარისხო და ინფრასტრუქტრურულად გაუმართავი პროექტი მერიის მიერ ჩაბარებული და შემდეგ სრულიად უყურადღებოდ დარჩენილიცაა. ამ უსიცოცხლოდ მიტოვებული ბულვარის ბედი , რომელსაც დრო და დრო მხოლოდ მსხვილფეხა საქონლის ბალახის ღეჭვის ხმა ახმაურებს , დღემდე უცნობია .
„თბილისი თაიმსი „ გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს მალთაყვის სანაპირო ზოლიდან, რომელიც მილიონები დაჯდა, თუმცა ახლა სრულიად გაუკაცრიელებულ და დაუსრულებელ ბულვარს უფრო მოგაგონებთ.

 

 

ავტორი: ანა ურუშაძე

Please follow and like us: