იაპონიაში პროექტის – „საქართველო-ღვინის სამშობლო“ – ქართული ღვინის გამოფენა გაიმართება. მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication და
კომპანია TOPPAN-ის პარტნიორობით, ქალაქ ტოკიოში საქართველო მეორედ წარსდგება იაპონური საზოგადოების წინაშე.

გამოფენის ოფიციალური გახსნისთვის ანსამბლი ,,ბასიანი” რამდენიმე ქართულ ტრადიციულ სიმღერას შეასრულებს.

,, ქართული მრავალხმიანობა, ღვინო, ვაზი განუყოფელია ერთმანეთისაგან. ღვინის უნიკალური გამოფენა იაპონიაში – ,,საქართველო ღვინის სამშობლო” უმნიშვნელოვანესი კულტურული მოვლენაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ანსამბლი ,,ბასიანი” იმღერებს: ,,კახურ მრავალჟამიერს”,გურულ კრიმანჭულს – “ხასანბეგურა”, ,,შენ ხარ ვენახსა” და ,,ჩაკრულოს” – აცხადებს ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი დონაძე.

იაპონელი პარტნიორების მნიშვნელოვანი კონტრიბუცია პროექტში უახლესი
ტექნოლოგიის, „Warpqsuare”-ის გამოყენებით, უძველესი ქართული კულტურისა და
ღვინის ისტორიის გაცოცხლებაა, რომელსაც დამთვალიერებელი საგამოფენო ცენტრში„Terrada Warehouse“ იხილავს.

ექსპოზიცია აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე
ტექნოლოგიებს, რომელიც დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის
უნიკალურობის წარმოჩენაზე. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ
ინტერაქციის დახმარებით იმოგზაურონ უძველესი ღვინის სამშობლოში, რის
საშუალებასაც სწორედ „Warpqsuare“ ტექნოლოგია იძლევა.

ქართული ღვინის ისტორიისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია 15 მარტიდან 7 მაისამდე გაგრძელდება.

გაზიარება