მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში ათასობით სკოლის მოსწავლე კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მოთხოვნით დემონსტრაციები გამართეს.

მასშტაბური დემონსტრაციები 100-მდე ქვეყანაში გაიმართა. მათ შორის იყვნენ ინდოელი, სამხრეთ კორეელი და ამერიკელი მოზარდები.

ახალგაზრდების შთაგონების წყარო შვედი თანატოლი, გრეტა ტუნბერგი იყო, რომელიც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ კვირების განმავლობაში დემონსტრაციებს მართავდა. 16 წლის მოზარდი იანვარში, დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ლიდერების წინაშე სიტყვითაც გამოვიდა, სადაც განაცხადა, რომ მსოფლიო კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში დამარცხდა და ეს უნდა აღიაროს. გრეტა ტურნბერგის აქტივობამ, მოზარდს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ნომინაცია მოაპოვებინა.

მეცნიერები თანხმდებიან, რომ გლობალური დათბობის წინააღმდეგ საერთაშორისო საზოგადოებამ გაცილებით აქტიური ზომები უნდა მიიღოს.

წყარო:1tv.ge

Please follow and like us: