საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 22 მარტს 40 სებასტიელი მოწამის დღეს აღნიშნავს.

როგორც საქართველოს პატრიარქმა სამების ტაძარში საკვირაო ქადაგების დასრულების შემდეგ ბრძანა, პარასკევს თბილისში 40 სებასტიელი მოწამის სახელობის ეკლესიაში პარაკლისი აღევლინება.

“პარასკევს არის დღესასწაული 40 სებასტიელი მოწამის დღეა. თბილისში, ჭრელ აბანოსთან არის ტაძარი 40 სებასტიელი მოწამის და 11:00 საათზე იქ იქნება პარაკლისი. თუ შევძელი მე თვითონ გადავიხდი პარაკლისს”, – განაცხადა ილია მეორემ.

Please follow and like us: