4 საათის წინ
სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ვეტერანები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები, არასრულწლოვნები და დევნილები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან
4 საათის წინ
„ნახატი, რომელშიც სული დევს, იშვიათია“- თვითნასწავლი მხატვარი ძმების ნაამბობი
5 საათის წინ
რადიოქალაქში იქნება ყველანაირი შესაძლებლობა და პლატფორმა ახალგაზრდებისთვის – კახა კალაძე
5 საათის წინ
არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით შსს-მ 11 ადამიანი დააკავა, მათ შორის მშობლებიც
6 საათის წინ
ორი სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ [ფოტოგალერეა]

საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ფაზის ფარგლებში რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები განახლდება. 2019 წლის 19-21 მარტს შეხვედრები აჭარისა და იმერეთის რეგიონებში, კერძოდ ბათუმში, ქობულეთში, ქუთაისსა და სამტრედიაში გაიმართება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

აღნიშნულ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ: ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში არად ბენკო, საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი გოგა ტაბატაძე, დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარი ელჩები: მიხეილ უკლება, კონსტანტინე ჟღენტი და გიორგი ყარალაშვილი.

მომხსენებლები საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ გააცნობენ ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებს და ასევე, ისაუბრებენ იმ რისკებზე, რაც დაკავშირებულია, როგორც ამ წესების დარღვევასთან, ისე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებასთან.

საინფორმაციო კამპანიის მესამე ფაზა 2018 წლის მარტიდან დაიწყო და გასულ წელს, კამპანიის ფარგლებში, სხვადასხვა რეგიონში, 160 შეხვედრა გაიმართა.

Please follow and like us: