11 საათის წინ
სერიალმა მერაბ ნინიძის მონაწილეობით Emmy-ის ნომინაცია მიიღო
15 საათის წინ
სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ვეტერანები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები, არასრულწლოვნები და დევნილები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან
15 საათის წინ
„ნახატი, რომელშიც სული დევს, იშვიათია“- თვითნასწავლი მხატვარი ძმების ნაამბობი
17 საათის წინ
რადიოქალაქში იქნება ყველანაირი შესაძლებლობა და პლატფორმა ახალგაზრდებისთვის – კახა კალაძე
17 საათის წინ
არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით შსს-მ 11 ადამიანი დააკავა, მათ შორის მშობლებიც

ბოლო ორი კვირაა ვცხოვრობ ძალინ ემოციური და დიდსულოვან ადამიანთა ცხოვრებით… ენით აღეწერელია მადლი, რომელიც აქ ტრიალებს.დიდი ხანია ვფიქრობ, რომ ჩემეული რეპორტაჟი, ჩემეული ხედვა გადმოვცე. ყველა ადამიანს თავის მისია აქვს. იქნებ აქ იმიტომ მომავლინა უფალმა ავსახო შთაგონებული ყოველი წამი. დავაფასოთ ერთმანეთი და აქ ცხოვრებით იმ დედა-შვილების მადლს ვიზიარებ, რომლებსაც სასიცოცლო ბრძოლა გაუმართავთ. მათი ძირითადი იარაღი კი ღიმილი და ბედნიერების ძიებაა. თვით კლინიკის და ამ განყოფილების უანგარო ღვაწლია მათი ტვირთის შემსუბუქებისათვის გამოძებნილი ყველა გზა. არცერთ ევროპულ სტანდარტს არ ჩამოუვარდება ჰემატოლოლოგიური განყოფილების დონე. ბავშვებისათვის ყოველდღიური სხვადასხვა გაკვეთილები. სხვადასხვა საქველმოქმედო და გასართობი ღონისძიებები ბავშვებისთვის. მამაო, რომელიც მოდის და აზიარებს ბავშვებს. იმდენად დიდია სითბო და შექმნილი გარემო, რომ ხანდახან მათი მადლიანი სახეები მავიწყებს სად ვარ.. ბედისწერის ბორბალი აქ საოცარი სიჩქარით ბრუნავს, საუკუნეა აქ წუთის ფასი … დღეს მარიამის დედა გულდაწყვეტილი დაბრუნდა, რომ უარი უთხრეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ოპერაციის თურქეთში დაფინანსებაზე … ქალბატონმა ასმათმა არც ამჯერად დაზოგა თავდადება, როცა გულდაწყვეტილ დედას კარგი ამბავი დაახვედრა, მან ყველა გზა გამოძებნა და მარი სამკურნალოდ თურქეთში გაეშურება.. ამ პატარა გოგომ არ იცის რა დარდი ტრიალებს დედის გულში. უბრალოდ მღერის, დედაზე, იმ დედაზე, რომელმაც დღეს უკვე მერამდენედ დაიბრუნა საკუთრი შვილი. აი ახლა მერამდენედ შევწყვიტე წერა დედის განწირულ ყვირილზე. ექიმები გარბიან, რომ ჟანგბადი მიაშველონ და კომიდან გამოიყვანონ. ერთ მაგიდასთან მოქცეული მთელი საქართველო. ვხუმრობ, სადილობისას სხვადასხვა კუთხის შვილები ერთი ბრძოლის ველზე, ერთმანეთის საიმედოდ. ჩაეხუტეთ ერთმანეთს და გაუმხილეთ, რომ გიყვართ. ბედისწერა მუხანათი რამეა, დააფასეთ ის რაც დღეს გაბადია. უფალი უმადურობას ვერ პატიობს.

ავტორი: ნინო გვაზავა

Please follow and like us: