შენ ყოველთვის შეგიძლია განავითარო საკუთარი თავი, უკეთ გესმოდეს შინაგანი თუ გარეგანი სამყაროსი. ისწავლეთ, იშრომეთ, იზრუნეთ საკუთარი თავის პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე.
ჩვენი ყოველდღიური რუტინა ძალიან შორსაა სულიერ მოთხოვნილებებთან, რატომღაც ჩვენი ყოფა განისაზღვრება მხოლოდ ინსტიქტურ დონეზე. ფიზიკურ მოთხოვნილების  ერთი ნაბიჯით იქით გვიჭირს გახედვა, თუმცა არის კატეგორია, რომელსაც რაც არ უნდა გასაკვირი იყოს აკმაყოფილებს ამ დონეზე არსებობა.
და მე გეტყვით თქვენ: თქვენ ხართ სურნელოვანი ულამაზესი ვარდი.
– რა შეგრძნება დაგეუფლა?
– ალბათ მოგინდა დიდხანს იყო ლამაზი და ცოცხალი?!
დიახ, სიცოცხლის სურვილი დაგეუფლა,
-და რა არის საჭირო ამისათვის,
მოგიარო? მორწყა გსურს? მიწის განაყოფიერება? კიდევ რა სასუქები?
-იქნებ გსურს მწერებისაგან შეჭმული ფოთლებისაგან იყო თავისუფალი?
– დიახ ასეცაა ! გსურს და როგორ, მაგრამ შესცქერი შენს დანარჩენ მეგობრებს,რომლებიც უბრალო მინდვრის ყვავილები არიან  და მათსავით უბრალოდ აღიქვამ თავს?
ვერ გრძნობ შენს სიდიადეს, სილამაზეს-შენ ერთი ხარ და შენი სურნელი ითრგუნება ამდენ ბალახში.
ესეთ გარემოში შენ აღარ ცდილობ იყო გამორჩეულად ლამაზი და შენი სილამაზის ინდივიდუალიზმი წარმოაჩინო.  შენი ვარდის ფურცლები ჭკნება და უფერულდება.
ეს ერთგვარი პარალელი ცხოვრების ანარეკლია . შენ შეგიძლია იყო ის ვინც ხარ . შენს საკუთრ თავში მეტად გაერკვე, დასახო მიზანი, იყო მოტივირებული. შემართებით აიღო გეზი საკუთრი პიროვნების სრულყოფის მისაღწევად.
გახსოვდეთ, მხოლოდ ისინი  ქმნიან ჰარმონიულ გარემოს,  ვინც უსმენს  საკუთრ თავს.
ეს გზა გადის შრომაზე, სწავლაზე, განვითარებაზე, ამბიციებსა და ნებისყოფაზე.
ცხოვრების კანონების დარღვევა წინააღმდეგობრივ ბარიერს ქმნის.
თუ შენს თავს ეწინააღმდეგები – ჰარმონიას არ ეძებ !!!
შენ ყოველთვის შეგიძლია განავითარო საკუთარი თავი ….  ბედნიერება გზაა … გზაა მიზნამდე …

ავტორი: ნინო გვაზავა, პერსონალური და ბიზნეს ქოუჩი

 

Please follow and like us: