დემნა გვასალიას ბრენდის, Vetements-ის სამოსში ცნობილი ადამიანების ნახვას უკვე მივეჩვიეთ: არც რიანა გვიკვირს, არც მიშელ ობამა და არც – ლედი გაგა, თუმცა ამერიკელი რეპერის შემთხვევა მაინც განსაკუთრებულია, რადგან ლილ უეინმა სწორედ ის ქურთუკი მოირგო, რომელსაც შოთა, ვაჟა, გალაკტიონი აწერია.

ჯინსის ქურთუკი Vetements-ის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციიდანაა და მისი ფასი ონლაინ-მაღაზიებში 2 035 გირვანქა სტერლინგი, ანუ 7122 ლარია.

ერთ სახელოზე ქურთუკს გალაკტიონის ლექსი “მე და ღამე” აწერია, მეორეზე – სოხუმი 93, უკან კი – Vetements.

ლილ უეინი ოთხი გრემის მფლობელი ამერიკელი რეპერია. მისი სიმღერებიდან დიდი პოპულარობით სარგებლობს: mirror (ბრუნო მარსთან ერთად), I’m into you და No love (ემინემთან ერთად).

წყარო: on.ge

Please follow and like us: