ნორვეგიაში ევროპის პირველი წყალქვეშა რესტორანი გაიხსნა. ის სოფელ ბოლისთანახლოს, სანაპიროზე მდებარეობს.

რესტორნის სახელწოდებაა „ანდერ“, რაც ინგლისურიდან ქართულად ითარგმნება როგორც  „ქვეშ“, ნორვეგიულად კი, „საოცრებას“ ნიშნავს.

შენობა წყალქვეშ თერთმეტ მეტრზეა განთავსებული.

რესტორანს მაღალი ვიტრინები აქვს, საიდანაც ადამიანებს საშუალება ექნებათ, წყლის ქვეშ გარემო დაათვალიერონ.

თავდაპირველად რესტორანს მფლობელები და მათი მეგობრები სტუმრობენ. აპრილის დასაწყისიდან კი, ოფიციალურად გაიხსნება.

Please follow and like us: