2 დღის წინ
მიკროგრანტების და მცირე მეწარმეობის დახმარების პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა
2 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 4-ით გაიზარდა
4 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
1 კვირის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
2 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები

თბილისის მერიის ინიციატივით ილუსტრირებული წიგნი “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” გამოიცა. მასში ბოლო წლების განმავლობაში თბილისის მერიის მიერ ქალაქის ძველ უბნებში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოებია აღწერილი.

გაკეთდა საკმაოდ მოცულობითი მონოგრაფიული წიგნი, სადაც თბილისის უბნებისა და მათი ისტორიების შესახებ არის მოთხრობილი, თუმცა მასში განსაკუთრებული ყურადღება ძველ თბილისს და ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის პროგრამას ეთმობა. პროგრამის განხორციელება 2009 წელს დაიწყო. ყველაფერი შეჯამდა, საბოლოოდ კი ასეთ შედეგი მივიღეთ – ძველ თბილისში რეაბილიტაცია სხვადასხვა მოცულობის 34 უბანსა და მიკროუბანს ჩაუტარდა. დანგრევას 330-ზე მეტი შენობა გადაურჩა. ისტორიულ ზონაში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 15 სკვერს და პარკს, აშენდა 2 მიწისქვეშა ავტოპარკინგი და საბაგირო რიყიდან ნარიყალამდე. ამ წიგნში  წარმოდგენილია ერთი მხრივ ის, თუ როგორი იყო ძველი თბილისი ამ პროგრამის დაწყებამდე და მეორე მხრივ – როგორია ის ახლა.

 

Please follow and like us: