14 წთ წინ
რელიგიის სააგენტო სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლსა და სომეხ თანამოქალაქეებს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს
18 წთ წინ
„წიგნის დღეების ფარგლებში“, მკითხველებს ქართველ ავტორებთან შეხვედრის შესაძლებლობა ექნებათ
20 წთ წინ
პანკისში მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებულებიდან თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 16 პირი რჩება
24 წთ წინ
მეუფე შიომ მომლოცველთა ჯგუფი დალოცა, რომლებიც იერუსალიმში, წმინდა ცეცხლის ჩამოსაბრძანებლად მიემგზავრებიან
24 საათის წინ
პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ადგილობრივები პოლიციას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ნოვრუზი უძველესი დღესასწაულია და იგი ბევრ ქვეყანაში აღინიშნება: ბალკანეთში, თითქმის მთელს ახლო აღმოსავლეთში, შუა აზიასა და მონღოლეთში.

ნოვრუზი ირანული კალენდრის პირველი დღეა, რომელიც გაზაფხულის ბუნიობას – დღისა და ღამის გათანაბრებას ემთხვევა. გარდა ამისა, სპარსულ და ტაჯიკურ ენებზე სიტყვა “ნოვრუზი”, ანუ “ნავრუზი” “ახალ დღეს” ნიშნავს. ის პირველად ქრისტეს შობამდე VII საუკუნეში, ახემენიდების მმართველობის პერიოდში მოიხსენიება. ამ დღეს მეფისთვის ყველაზე ძვირფას შესაწირავს იღებდნენ. ტრადიციამ დროთა განმავლობაში სახე იცვალა, თუმცა გაზაფხულის პირველ დღეებში დღესასწაულს დღესაც დიდებულად აღნიშნავენ.

ნოვრუზს აზერნაიჯანში, სადაც “ნოვრუზ ბაირამს” უწოდებენ, თავისი საოცარი და განუმეორებელი ტრადიცია აქვს. სიტყვა “ბაირამი” თურქული წარმოშობისაა და დღესასწაულს ნიშნავს. როგორც სჩანს, აზერბაიჯანული ნოვრუზი, როგორც ირანული, ისე თურქმენული კულტურების ნაწილია.

აზერბაიჯანში დღესასწაულისთვის წინასწარ იწყებენ მზადებას. ბუნიობის დაწყებამდე ოთხ სამშაბათს ზეიმობენ: სუ ჩერშენბე ახშამი, ოდლუ ჩერშენბე ახშამი, ტორპაგ ჩერშენბე ახშამი და ახირ ჩერშენბე ახშამი. თითოეული სამშაბათი, დედამიწის ამათუიმ სტიქიას განასახიერებს.

სუ ჩერშენბე ახშამი წყლის სამშაბათია. ამ დღეს წყლის განახლება ხდება. ტრადიციის თანახმად, ამ დღეს ადამიანები მდინარეებსა და წყაროებზე დილით ადრე მიდიოდნენ, სვამდნენ წყალს, იბანდნენ და ერთმანეთს ასხამდნენ. მათი რწმენით, სწორედ ამ დღეს ახლდება წყალი და ვინც მას შეეხებოდა, ყველა სურვილი შეუსრულდებოდა.

vodaერთი კვირის შემდეგ დგება ოდლუ ჩერშენბე ახშამი, ანუ ცეცხლის სამშაბათი. ცეცხლი განასახიერებს მზეს, ის სითბოს ნიშნავს და საერთოდაც, ნოვრუზის სიმბოლოა. ამ დღეს ანთებენ კოცონს, რომელიც აუცილებლად ბავშვმა უნდა აანთოს. მათი რწმენით, მხოლოდ ამ შემთხვევაშია იგი წმინდა და მასზე სამჯერ, ან შვიდჯერ ხტებიან. ამას განკურნების, სულისა და სხეულის განწმენდის მიზნით აკეთებენ. სჯერათ, რომ ცეცხლი ყველაფერს ცუდსა და არასასურველს გაანადგურებს. ცეცხლის სამშაბათის ღამეს ოჯახებში იმდენი სანთელი ინთება, რამდენი წევრიც ცხოვრობს. გარდა ამისა, ახალგაზრდები მთებში მიდიან, ცეცხლს ანთებენ და მზის ამოსვლამდე მხიარულობენ: მუსიკა, ცეკვები, სიმღერები, სადღესასწაულო “პიკნიკი”. ამას მზესთან შეხვედრა ჰქვია.

fireტორპაგ ჩერშენბე ახშამი – დედამიწის განახლების სამშაბათია. დედამიწა სიცოცხლის, ნაყოფიერებისა და თანასწორობის სიმბოლოა. ამ დღეს, თეფშზე ერთ მუჭა ხორბალს თესავენ. მწვანე ჯეჯილი ბუნების გამოღვიძებას, სიუხვესა და კეთილდღეობას ნიშნავს. გარდა ამისა, ეს არის ახალი თაობის გაძლიერების, იმედებისა და ზნეობრიობის სიმბოლო. ხის დარგვა – კეთილი საქმეა, განსაკუთრებით, თუ თუთა, ლეღვი და წაბლი ირგვება. მიწათმოქმედები ამ დღეს ყველას ტკბილეულით, მარცვლეულითა და ხილით უმასპინძლდებიან, რომლებიც ოქროს “ხონჩებშია” მოთავსებული.

seedsმეოთხე – ახირ ჩერშენბე ახშამი – ქარის გამოცოცხლების დღესასწაულია. ქარი, როგორც შემოქმედებითი ენერგია, ხეებს ნიადაგის გაღვივებაში, ხოლო ყვავილებს დამტვერვაში ეხმარება. ქარი მთელს ამ ენერგიას ატმოსფეროში ფანტავს. ეს არის ბედნიერების, წარმატების, სიყვარულის, მხიარულების, განახლებისა და გამოღვიძების ატმოსფერო. ამ დღეს სხვაგვარად, ახირ ჩერშენბე ახშამს – ზამთრის ბოლო სამშაბათს უწოდებენ. ამ დროს გოგონები მკითხაობენ. თუ სურთ, რომ მომავალი მეუღლე დაესიზმროთ, მიირთმევენ ვაშლს, ბალიშის ქვეშ 10 კურკას დებენ და იძინებენ. სუფრაზე კი სხვადასხვაგვარი ფლავი, ტკბილეული, ჯეჯილი, ქლიავისა და გარგარის ჩირი, შეღებილი კვერცხები, თხილი და სანთლებია.

axyr chershenbe(2)მეოთხე სამშაბათს, სახლების კართან, ბავშვის ქუდებსაც შენიშნავთ. ეს ძველი ტრადიციაა: ბავშვები მღერიან, ოჯახის უფროსები კი მათ ქუდებს ტკბილეულით უვსებენ. როგორც ცეცხლის სამშაბათს, ამ დღესაც ძალიან ბევრს მღერიან, მართავენ წარმოდგენებს და მხიარულობენ.

ზამთრის ბოლო ოთხი სამშაბათის აღნიშვნა ისევე მნიშვნელოვანია აზერბაიჯანელებისთვის, როგორც ახალი წელი. ნოვრუზის აღნიშვნა ხომ მთელი ხელოვნებაა!

დღესასწაულის კულმინაციაა – ნოვრუზი. აზერბაიჯანში მთელი ხუთი დღის განმავლობაში სახალხო სეირნობები ეწყობა. ამ დღეებში არავინ მუშაობს.

ნოვრუზის დღესასწაულის დილას ისევ მდინარეზე მიდიან და იბანენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ახალ წელს სუფთა სულითა და სხეულით ხვდება. იმავე დილით ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდებიან. სახლიდან გასვლამდე კი ერთ კოვზ თაფლს, ან მურაბას მიირთმევენ, რაც ტკბილი ცხოვრების დასაწყისს ნიშნავს.

სადღესასწაულო მაგიდას განსაკუთრებული ყურდღება ეთმობა, რადგანაც ის ტრადიციის განსაკუთრებული ნაწილია.

სუფრაზე 7 სხვადასხვა კერძი უნდა იდოს. მათი სახელწოდებები აუცილებლად ასო-ბგერა “ს”-თი უნდა იწყებოდეს. მაგალითად: საზბი (მწვანილი), სირ (ბოლოკი), სუმახ (წითელი კოწახური), სერკე (ძმარი), სენჯიდ (ზეთისხილი), სიპანდ (რუთის თესლი), სებ (ვაშლი). სადღესასწაულო სუფრას უწოდებენ “ხაფტ-სინ”-ს, ანუ შვიდი – “ს”. ცენტრალური კერძები, რომლებიც “ხაფტ-სინ”-ში არ შედის: სუმალიაკი, ხალიმი და ფლავი.

სუმალიაკი ტკბილი კისელია, რომელსაც ხორბალს, ფქვილს, ნიგოზსა და ბამბის ზეთს უმატებენ. მას ოჯახის უფროსი ქალები ამზადებენ. ხალიმი – ცხვრის ხორცისგან მზადდება, სოუსში ხორბალსა და სანელებლებს უმატებენ. მას მამაკაცები ამზადებენ.

tableრაც შეეხება ფლავს, მას საკუთარი სურვილისამებრ ამზადებენ: თევზით, ხორცით, ქიშმიშით, ან ლობიოთი. ხშირად ფლავს სპეციალურ მჟავე სოუსს უმატებენ, რომელიც ხორცითა და მწვანილით მზადდება. სუფრასთან ოჯახის წევრები იკრიბებიან, საუბრობენ, მღერიან, უკრავენ მუსიკალურ საკრავებზე და ცეკვავენ.

მომდევნო დღეებში იმართება წარმოდგენები, ეწყობა სეირნობები და მასკარადები. ასეთი დღესასწაული მეხსიერებაში აუცილებლად დაგრჩებათ, როგორც თავაშვებული მხიარულება, ღიმილი, ქეიფი და გულწრფელი ბედნიერება!

გაზიარება