2 საათის წინ
სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ვეტერანები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები, არასრულწლოვნები და დევნილები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან
3 საათის წინ
„ნახატი, რომელშიც სული დევს, იშვიათია“- თვითნასწავლი მხატვარი ძმების ნაამბობი
4 საათის წინ
რადიოქალაქში იქნება ყველანაირი შესაძლებლობა და პლატფორმა ახალგაზრდებისთვის – კახა კალაძე
4 საათის წინ
არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით შსს-მ 11 ადამიანი დააკავა, მათ შორის მშობლებიც
4 საათის წინ
ორი სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ [ფოტოგალერეა]

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან გაგრძელდეს ზრუნვა დაუნის სინდრომის მქონე პირებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერაზე, რათა უზრუნველყოფილ იქნას ამ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების, უწყვეტი განათლების, დასაქმების, სოციალური და ჯანდაცვის მომსახურებებზე მისაწვდომობის თანაბარი შესაძლებლობები ღირსეულ და ჯანსაღ გარემოში.

მისი თქმით, ყოველწლიურად 21 მარტს, მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ამ დღის დაწესება დაუნის სინდრომის მქონე პირების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

„2019 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის გზავნილია „არავინ დატოვო მიღმა“, რაც გულისხმობს გაერო-ს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში დაუნის სინდრომის მქონე ყველა ადამიანის თანაბარ შესაძლებლობას, იცხოვროს თანასწორ გარემოში, ჰქონდეს უწყვეტი პიროვნული განვითარების, განათლების ხელმისაწვდომობის, ჯანმრთელობის დაცვის, სამუშაო და საცხოვრებელი გარემოსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის თანაბარი შესაძლებლობები.

საქართველოში მცხოვრები დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისთვის პრობლემად რჩება დასახელებული შესაძლებლობების უზრუნველყოფა. გარკვეული ნაბიჯების მიუხედავად, ქვეყანაში გამოწვევაა ამ პირთა ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული მომსახურებების არარსებობა, მათი პიროვნული განვითარების ხელშეწყობა, ხარვეზები ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზების პროცესში“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

Please follow and like us: