8 წთ წინ
რელიგიის სააგენტო სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლსა და სომეხ თანამოქალაქეებს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს
12 წთ წინ
„წიგნის დღეების ფარგლებში“, მკითხველებს ქართველ ავტორებთან შეხვედრის შესაძლებლობა ექნებათ
15 წთ წინ
პანკისში მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებულებიდან თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 16 პირი რჩება
19 წთ წინ
მეუფე შიომ მომლოცველთა ჯგუფი დალოცა, რომლებიც იერუსალიმში, წმინდა ცეცხლის ჩამოსაბრძანებლად მიემგზავრებიან
24 საათის წინ
პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ადგილობრივები პოლიციას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

თბილისში 1 ტონამდე ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამოიღეს, რომელიც დაილუქა და განადგურდება, ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტო ხორცის სარეალიზაციო ობიექტების შემოწმებას აგრძელებს.

„თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა ხორცის საბითუმო სარეალიზაციო ობიექტებში დარღვევები გამოავლინეს. კერძოდ, ორ ბიზნესოპერატორთან – შპს „დადუსა“ და „შპს „ინა“-ში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, შპს „ნიკორადან“ (აღნიშნულ შპს-ს არავითარი კავშირი არ აქვს მაღაზიათა ქსელ „ნიკორასთან“) ამოღებულია 240 კგ-ზე მეტი ვადაგასული ხორცი, შპს „მიროში“ აღმოჩენილია საეჭვო წარმომავლობის ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე.

აღნიშნული ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ კანონმდებლობის შესაბამისად, 1 ტონამდე ხორცი დაილუქა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორების ზედამხედველობით განადგურდება.

აგლაძის ქუჩაზე მდებარე ხორცის საბითუმო სარეალიზაციო ობიექტებში – შპს „ჯი ემ ენ ხორცპროდუქტებსა” და შპს „ახალი ხორცში“ დარღვევები არ დაფიქსირებულა“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება