23 მარტს მსოფლიო მეტეოროლოგიის დღე აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ჰიდრომეტეოროლოგებს პროფესიული დღე მიულოცა.

სააგენტოს უფროსმა ღონისძიებაზე სფეროს სპეციალისტებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ამჟამად 86 მეტეოროლოგიურ და 52 ჰიდროლოგიურ დაკვირვების პუნქტზე მიმდინარეობს მონიტორინგი.

მეტეოროლოგიის დღე საქართველოში 1992 წლიდან მას შემდეგ აღინიშნება, რაც ქვეყანა მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაში გაწევრიანდა.

1950 წლის 23 მარტს მეტეოროლოგიის მსოფლიო დღის დაარსება გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) შექმნას უკავშირდება.

გაზიარება