16 საათის წინ
ეკა დგებუაძე – ტელესკოლა, ონლაინ სწავლება და სხვა მეთოდოლოგია იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრი არ ჩავარდება
17 საათის წინ
ჯორჯ ვისანი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს ოფიციალურ პირებს კორონავირუსის დასამარცხებლად განხორციელებული ზომებისთვის აქებს
17 საათის წინ
ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ფულთან ჰქონდა შეხება
17 საათის წინ
პირს, რომელსაც ქალაქიდან ქალაქში მანქანით მგზავრობისას ტემპერატურა დაუფიქსირდება, გზის გაგრძელების უფლებას არ მისცემენ და კლინიკაში გადაიყვანენ
19 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა

საქართველოს მოქალაქეებს უნდა მივცეთ საშუალება, სადაც არ უნდა იყვნენ, ქვეყანა სმარტფონის მეშვეობით მართონ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე ვიდეომიმართვისას განაცხადა.

„საქართველო იქნება ქვეყანა, რომელიც შეძლებს სულ ახალი მეთოდების დანერგვას, მათ შორის პირდაპირი ელექტრონული დემოკრატიის.როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ჩვენს აქტივისტებზე, ჩვენი ორგანიზაცია უნდა ვმართოთ პირდაპირი ელექტრონული დემოკრატიით, ანუ ყველა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ არა მე, არა თქვენ და არა პოლიტსაბჭომ მხოლოდ, არამედ თითოეულმა, 400 ათასმა აქტივისტმა ელემენტარული სმარტფონის მეშვეობით.

ჩვენ უნდა მივცეთ საქართველოს მოქალაქეებს საშუალება, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, მართონ თავისი ქვეყანა სმარტფონის მეშვეობით. კენჭისყრებში მიიღონ მონაწილეობა სმარტფონების მეშვეობით. ეს აპლიკაცია გამოიცდება დღეს, მანდ, დარბაზში. „ნაციონალური მოძრაობა“ არის დიდი იდეების ორგანიზაცია და პარტია, რაზეც თავიდან ყველას ეცინება, გიჟებად გვაცხადებენ და მერე რომ გაკეთდება, დიდი ამბავიო, იძახიან.

ჩვენ ვართ დიდი იდეების პარტია, მაგრამ პირველ რიგში ვართ ხალხის პარტია. ყველა ადამიანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა პარტიისა და ქვეყნის მართვაში“,- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

Please follow and like us: