25 მარტს 17:00საათზე(სამების საკათედრო ტაძართან არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში) „დავითიანნის“ ფსიქოლოგიის ცენტრი ატარებს „ ახალგაზრდა ფსიქოლოგთა  V ფორუმს“.  რომელიც უკავშირდება ცენტრის დაარსების 5 წლის იუბილეს.

 ფორუმზე  გაიმართება   საქართველოში არსებული ყველა ფსიქოლოგიის ცენტრის პრეზენტაცია.

ფორუმზე განხილული იქნება ისეთი თემები როგორიცაა:

საქართველოში არსებული ფსიქოლოგიური პრობლემები და გამოწვევები დღეს.

ფორუმი გულისხმობს ყველა  სტუდენტს მიცეს საშუალება  შეხვდეს საქართველოში წამყვან ფსიქოლოგიურ ცენტრებს  და უშუალოდ წარმატებული  ფსიქოლოგებისგან  მიიღონ რეკომენდაციები

ყოველი ორგანიზაცია წარმოადგენს თავის სამოქმედო გეგმებს და ასევე  შეთავაზებებს სტუდენტებისთვის.

კონფერენციის ფარგლებში მოხდება მიმდინარე მოვლენების შეფასება და ასევე დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი ნინო კერესელიძე გააკეთებს განცხადებას,  ქვეყანაში შექმნილი ფსიქოლოგიური ფონის შესახებ, სადაც  ასევე განხილული იქნება პრევენციის გზები.

კონფერენციაზე  მოხდება მონაწილეების დაჯილდოვება და ასევე  გამოვლინდება  წლის  „ახალგაზრდა ფსიქოლოგი“ რომელიც უკვე  მეხუთე  გამოვლენა იქნება.

ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნი, მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, უკვე 2007 წლიდან საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებთან აქტიურად თანამშრომლობს. დავითიანნის პრიორიტეტი ამ ეტაპზე, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების მიმართულებით საქმიანობაა, რაც საქმიანობის საკმაოდ ფართო სპექტრს მოიცავს. დავითიანნის მიზანია ახალგაზრდებში სხვადასხვა ღონისძიებებისა და აქტივობების საშუალებით ეროვნული, სულიერი, ინტელექტუალური, კულტურული,ფასეულობებისა და ღირებულებების განვითარება  პოპულარიზაცია.

გაზიარება