2 საათის წინ
სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ვეტერანები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები, არასრულწლოვნები და დევნილები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან
3 საათის წინ
„ნახატი, რომელშიც სული დევს, იშვიათია“- თვითნასწავლი მხატვარი ძმების ნაამბობი
4 საათის წინ
რადიოქალაქში იქნება ყველანაირი შესაძლებლობა და პლატფორმა ახალგაზრდებისთვის – კახა კალაძე
4 საათის წინ
არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით შსს-მ 11 ადამიანი დააკავა, მათ შორის მშობლებიც
4 საათის წინ
ორი სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ [ფოტოგალერეა]

სულ რამდენიმე დღის წინ, “საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ” გააკეთა სპეციალური განცხადება, რომლის მიხედვითაც რუსეთის მფარველობის ქვეშ შექმნილი საორგანიზაციო ჯგუფი საავტორო უფლებების სფეროში ალტერნატიული ორგანიზაციის შექმნას ცდილობს. ამ პროცესების კვალდაკვალ, ასოციაციამ წამოიწყო კამპანია “არა ინტელექტის ოკუპაციას!”

“თბილისი თაიმსის” შეკითხვებს “საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის” თავმჯდომარე, გიგა კობალაძე პასუხობს.

 

რომელ საორგანიზაციო ჯგუფზე გაქვთ საუბარი?

საუბარია რუსეთის მფარველობის ქვეშ შექმნილ საორგანიზაციო ჯგუფზე, რომელიც ცდილობს საავტორო უფლებების სფეროში ალტერნატიული ორგანიზაციის შექმნას.

ისტორია დაიწყო 2017 წელს, როდესაც რუსეთის ავტორთა საზოგადოებამ, RAO-მ, მსოფლიო ორგანიზაციის, CISAC-ის კონკურენტად შექმნა ევრაზიული კავშირი, EACOP-ი. რუსეთმა კავშირში შეიყვანა 5 ქვეყანა: სომხეთი, აზებაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ბელორუსი, რის შემდეგაც დაიწყო ზეწოლა საქართველოზე. “საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის” უარის შემდეგ, მან დასაყრდენად მოძებნა რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლები, დავით ხუჯაძე და აჩი ფურცელაძე და” მათი დახმარებით, კანონსაწინააღმდეგოდ ცდილობს ალტერნატიული ორგანიზაციის შექმნას.

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით (მუხლი 63) მკაფიოდ არის დადგენილი კოლექტიური მართვის ორგანიზაციის შექმნის კრიტერიუმები:

  • კანონით დაშვებულია სფეროში მხოლოდ ერთი კოლექტიური მართვის ორგანიზაციის არსებობა. მუსიკის სფეროში ასეთი ორგანიზაცია უკვე არსებობს ჩვენი ასოციაციის სახით და მეორეს შექმნა დაუშვებელია.
  • ასეთი სტატუსისთვის ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს გაფორმებული რეპერტუარის ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულება მსოფლიოს უმრავლეს ორგანიზაციასთან. მუსიკის სფეროში მოქმედებს 239 ორგანიზაცია. საიდანაც 202 ორგანიზაციასთან ჩვენ უკვე გვაქვს გაფორმებული ასეთი ხელშეკრულება და ეს ორგანიზაციები სხვასთან ვერ გააფორმებენ ხელშეკრულებებს, თუ ჩვენთან არ გაწყვეტენ, გაწყვეტას კი მიზეზები სჭირდებ, რაც არ არსებობს

გარდა ამისა, არსებობს CISAC-ის დასკვნა, რომელიც დაუშვებლად მიიჩნევს მეორე ასეთი ორგანიზაციის საქართველოში შექმნას და მიიჩნევს, რომ ეს სისტემას მთლიანად ჩამოშლის

რა მიზნებზეა ის ორიენტირებული?

მიზანი მარტივია – რუსეთი, რომელიც ვერ ეგუება ძლიერ და ამ სფეროში მასზე წარმატებულ მეზობელს, ცდილობს, ხელი შეუშალოს განვითარებას და ჩამოშალოს სისტემა, როგორც ეს მან გააკეთა უკრაინაში. 2013 წლამდე, “უკრაინის საავტორო უფლებების ორგანიზაცია” იყო ლიდერი რეგიონში. 2013 წელს, რუსეთმა, კანონში ცვლილების შეტანის გზით, შეძლო, უკრაინაში შეექმნა ჯერ ორი, ხოლო, საბოლოოდ, 19 ორგანიზაცია. რუსეთის კონტროლირებადმა ორგანიზაციებმა ხელოვნურად შეამცირეს ტარიფები, რასაც ჰონორარის ათჯერ შემცირება მოჰყვა. შედეგად, უკრაინამ არათუ დაკარგა ლიდერის პოზიცია, არამედ აღმოჩნდა ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყანათა შორის.

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს ის საავტორო უფლებების სფეროში ალტერნატიული ორგანიზაციის შექმნას?

მათი ძირითადი მეთოდი არის დეზინფორმაციის გავრცელება და ტყუილი დაპირებების გაცემა და, ამ გზით, ასოციაციის რიგებში არეულობის შეტანა. ავრცელებენ ინფორმაციას, რომ, თითქოს, ჩვენი ასოციაცია არ მუშაობს გამჭვირვალედ მაშინ, როდესაც გამჭვირვალებაა სწორედ ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმი, რის გამოც ასოციაცია, 2015 წლიდან, ლიდერის პოზიციას იკავებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის. გარდა ამისა, ატყუებენ ავტორებს, რომ, თითქოს, რუსეთის ავტორთა საზოგადოებამ, ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენს ასოციაციაში მათი კუთვნილი რამდენიმე მილიონი ლარი გადმორიცხა, რომელიც მათ არ მიუღიათ. სინამდვილეში კი, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, რუსეთს სულ 125 000 ლარი აქვს გადმორიცხული, რომელიც მთლიანად განაწილებულია ქართველ ავტორებზე.

რა ფორმითა და რა წინადადებებით უკავშირდევა ის თქვენი ასოციაციის წევრებს?

ამ ჯგუფის წარმომადგენლები უკავშირდებიან ჩვენი ასოციაციის წევრებს და ჰპირდებიან ფულის გადახდას მათთან თანამშრომლობის სანაცვლოდ. მათი ეს ქმედება ეწინააღმდეგება კანონს და დაპირებები ატარებს მოსყიდვის ნიშნებს, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ალტერნატიული ორგანიზაციის შექმნის შესაძლებლობას ქართული კანონმდებლობა არ უშვებს.

თქვენ რა ნაბიჯებს დგამთ, ამ მხრივ?

ასოციაციამ წამოიწყო კამპანია – “არა ინტელექტის ოკუპაციას!” კამპანიის მიზანია, თითოეულ ხელოვანამდე და მთლიანად საზოგადოებამდე მიიტანოს სწორი ინფორმაცია რუსული საფრთხისა და იმ შედეგების შესახებ, რაც ამ ფეროში რუსეთის ინტერესების გატარებას შეიძლება, მოჰყვეს. გარდა ამისა, ჩვენ მივმართავთ ყველა სამართლებრივ საშუალებას, რომ შევაჩეროთ რუსული აგრესია და თავიდან ავიცილოთ ინტელექტუალური საკუთრების სფეროს განადგურება.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: