2019 წლის 14 აპრილიდან ტურისტული მიზნით ტაილანდის სამეფოში მიმავალი საქართველოს ორდინარული პასპორტის მქონე მოქალაქეთათვის ამოქმედდება Vისა ონ Aრრივალ რეჟიმი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს ტაილანდში მგზავრობისას ვიზა საზღვარზე აიღონ და 15 დღის განმავლობაში ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდნენ ტაილანდის სამეფოში.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 14 მარტიდან ორივე ქვეყნის დიპლომატიური და ოფიციალური, ასევე სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს აღარ ესაჭიროებათ წინასწარი ვიზის აღება. საქართველოს მთავრობასა და ტაილანდის სამეფოს მთავრობას შორის აღნიშნულთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წლის 26 სექტემბერს.
ასევე, საყურადღებოა, რომ 31 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, საქართველოს ეწვევა ტაილანდის სამეფოს ოფიციალური დელეგაცია, ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის გენერალური დირექტორის, სასივატ ვონგსინსავატის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროს, სოფლის მეურნეობისა და კოოპერატივების სამინისტროს (Mინისტრყ ოფ Aგრიცულტურე ანდ ჩოოპერატივეს), ასევე ტაილანდის საერთაშორისო თანამშრომლობის საგენტოს წარმომადგენლები.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოსა და ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი, რომლის დროს მხარეები განიხილავენ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

Please follow and like us: