შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბაქოს ინტერპოლის მიერ 2019 წლის თებერვლიდან
წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის
მოქალაქე დააკავა.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში
საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური
ბიუროსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1963
წელს დაბადებული ა.ა. თბილისში, სასტუმრო “ჰოლიდეი ინის” მიმდებარე
ტერიტორიაზე დააკავეს.

ა.ა.-ს ბრალად ედება აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის
178-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის
ჩადენა, რაც გულისხმობს თაღლითობას, რამაც დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი
გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთით ისჯება.

ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო
პროცედურები მიმდინარეობს.

Please follow and like us: