შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, ორი
არასრულწლოვანი – 2004 წელს დაბადებული გ.ვ. და 2002 წელს დაბადებული ლ.ა.
ამხილეს.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა მიმდინარე წლის 24 მარტს
რუსთავში მდებარე მაღაზია „ზუმერიდან“ 25 000 ლარის ღირებულების მობილური
ტელეფონები მოიპარეს და თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში ჩააბარეს.
სამართალდამცველებმა ნაქურდალი ტექნიკა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის
„ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

Please follow and like us: