თავდაჯერებულობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჩუქარია, რაც შეიძლება მშობელმა შვილს გაუკეთოს.

ფსოქოლოგის კარლ პიკჰარდტის თქმით, ბავშვი რომელიც ნაკლებად თავდაჯერებულია ყოველთვის უხალისოდ მოეკიდება ნებისმიერ სიახლესა და გამოწვევას, იმიტომ რომ ასეთ ბავშვებს წარუმატებლობისა და სხვის იმედების გაცრუების ეშინიათ. თვითდაჯერებულობის ნაკლებობა მომავალში მათ სერიოზულად შეაფერხებს და წარმატებული კარიერის შექმნის პროცესშიც ხელს შეუშლის.


“თავდაჯერებულობის გაცხადებული მტრები შიში და გულგატეხილობაა”, – განმარტავს ფსიქოლოგი და ამბობს, რომ მშობლის მოვალეობა და მისი უპირველესი სამსახურია წაახალისოს და მხარი დაუჭიროს შვილს, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ისინი რთულ ამოცანასთან გამკლავებას ცდილობენ.

1. დააფასეთ ძალისხმევა გამარჯვების ან დამარცხების მიუხედავად.
ზრდის პროცესში მოგზაურობა უფრო საინტერესოა, ვიდრე თავად დანიშნულების წერტილი. ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა თქვენი შვილი გამარჯვებას მოუტანს თავის გუნდს თუ დამარცხდება, ყოველთვის დაუკარით ტაში მცდელობისთვის.

2. წაახალისეთ პრაქტიკა, რათა საბოლოოდ კომპეტენციას მიაღწიოს
წაახალისეთ თქვენი შვილი სცადოს და გამოიკვლიოს ყველაფერი, რითაც კი დაინტერესდება, მაგრამ ეს ისე გააკეთეთ რომ თქენმა შვილმა ზედმეტი წნეხი არ იგრძნოს. უნიჭიერესმა პიანისტმა ჰარმონი შუმ ელენ დეჯენერსსთან საუბარში აღნიშნა, რომ დაკვრა ჯერ კიდევ 3 წლის ასაკიდან დაიწყო. საკუთარი თავის სხვადასხვა სფეროში მოსინჯვა წარმატებისკენ მიმავალი მნიშვნელოვანი გზაა.

3. ნება მიეცით პრობლემებს თავად გაუმკლავდნენ
თუ რთულ სამუშაოს თქვენი შვილის ნაცვლად აკეთებთ, მათ არასდროს განუვითარდებათ უნარები და შესაბამისი რწმენა რომ რთულ პრობლემებთან გამკლავება თავადაც დამოუკიდებლად შეუძლიათ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჯობს თქვენმა შვილმა თუნდაც სკოლისთვის დამოუკიდებლად აკეთოს საშინაო დავალება და თავიდან ცუდი ქულები მიიღოს, ვიდრე თქვენი დახმარებით კარგი ქულები მიიღოს, პრობლების გადაჭრის რეალურ გზას კი მაინც ვერ მიხვდეს.

4. წაახალისეთ ცნობისმოყვარეობა
ზოგჯერ ბავშვის დაუსრულებელი კითხვები შესაძლოა დამღლელი იყოს, მაგრამ ეს დაღლილობა უნდა დაძლიოთ და შვილის ცნობისმოყვარეობა წაახალისოთ. ჰარვარდის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა პოლ ჰარისმა “გარდიანთან” საუბარში განმარტა, რომ კითხვების დასმა ბავშვების განვითარებისთვის სასარგებლო სავარჯიშოა, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვი აცნობიერებს, რომ არის რაღაცები რაც მან არ იცის, და რომ არსებობს ცოდნის უხილავი სამყარო, რომელიც აქამდე არასდროს უნახავთ. როდესაც ბავშვები სკოლაში მიდიან, იმ ოჯახების წარმომადგენლები, სადაც კითხვების დასმა წახალისებული იყო, თავის თანაკლასელებს ბევრად ჯობნიან, რადგან მათ უკვე აქვთ მშობლებისგან საჭირო ინფორმაციის მიღების გამოცდილება, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ამ ბავშვებმა იციან როგორ ისწავლონ უკეთ და სწრაფად.

5. მიეცით მათ ახალი გამოწვევები
აჩვენეთ შვილებს რომ მათ შეუძლიათ მცირე მიზნების მიღწევის შედეგად უფრო დიდ შედეგს მიაღწიონ, მაგალითად, ასწავლეთ მათ ველოსიპედის ტარება დამხმარე საბურავების გარეშე. მშობლებს თავდაჯერებულობის გაზრდა პასუხისმგებლობის მომატებითაც შეუძლიათ რომელიც ბავშვებს თავის გზაზე აუცილებლად შეხვდებათ.

6. არასდროს გააკრიტიკოთ მათი მცდრელობა
არაფერი დათრგუნავს ბავშვს ისე, როგორც მისი მცდელობის გაკრიტიკება. სასარგებლო უკუკავშირისა და რჩევის მიცემა კარგია, თუმცა არასდროს უთხრათ მათ რომ ისინი ცუდ საქმეს აკეთებენ. თუ თქვენს შვილებს შეეშინდებათ წარუმატებლობის იმის გამო რომ თქვენ გაბრაზდებით ან იმედი გაგიცრუვდებათ ისინი არასდროს მოსინჯავენ რაიმე ახალს. ძალიან ხშირად მშობლების კრიტიკა ბავშვის თვითშფასებასა და მოტივაციას ამცირებს.

7. შეხედეთ შეცდომებს, როგორც ცოდნის სახლის სამშენებლო მასალას
შეცდომებზე სწავლა თავდაჯერებულობას ამტკიცებს – ამბობს ფსიქოლოგი, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ ხდება როდესაც შენ მშობელი შეცდომებს სწავლისა და ზრდის პროცესის განუყრელ ნაწილად და შესაძლებლობად აღიქვამ. ზედმეტად არ განავითაროთ დამცველობითი ფუნქცია, პირიქით დროდადრო შეცდომის დაშვებისა და საქმის გაფუჭების უფლება მიეცით ბავშვს, და დაეხმარეთ მას გაიგოს როგორ შეიძლებოდა კონკრეტული ამოცანის უკეთესად გადაჭრა. ასეთი მომენტები მშობლებმა უნდა გამოიყენონ როგორც შესაძლებლობა, რომ შვილებს ასწავლონ არ შეეშინდეთ შეცდომების დაშვების.

8. გაუხსენით ახალი გამოცდილების კარი
ახალი გამოწვევებისთვის ბავშვების მომზადება მათ უშიშრებს ხდის და ისინი დროთა განმავლობაში ხვდებიან რომ მნიშვნელობა არ აქვს რამდენად რთულად და შემაშფოთებლად გამოიყურება კონკრეტული საკითხი, რადგან მათ შეუძლიათ ამ სირთულესთან გამკლავება.

9 აქტიურად გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება შვილებს
თქვენ თქვენი შვილისთვის გმირი ხართ, ყოველ შემთხვევაში, იქამდე სანამ თინეიჯერია. გამოიყენეთ ეს ძალაუფლება და ასწავლეთ მათ როგორ იფიქრონ, იმოქმედონ და ისაუბრონ სწორად. აჩვენეთ მათ კარგი მაგალითი და იყავით მათთვის მისაბაძი. ფსიქოლოგის თქმით, თქვენს წარმატებაზე დაკვირვება თქვენს შვილს თავდაჯერებულობას მისცემს და დაარწმუნებს იმაში, რომ მასაც შეუძლია იმავეს გაკეთება.

10. შეაქეთ ისინი, როდესაც სირთულეებს გაუმკლავდებიან
ცხოვრება უსამართლოა, თანაც მძიმე – ეს ყველა ბავშვმა გარკვეულ მომენტში უნდა გააცნობიეროს. როდესაც ისინი სირთულეებს უმკლავდებიან, მშობლებმა უნდა მიუთითონ რომ ეს პროცესი მათ მდგრადობას გააუმჯობესებს. მნიშვნელოვანია თქვნს შვილს შეახსენოთ, რომ წარმატებისკენ მიმავალი ნებისმიერი გზა სირთულეებითაა სავსე.

11. ტაში დაუკარით მათ გამბედაობას მოსინჯონ რაღაც ახალი
ფსიქოლოგი ისეთი მარტივი წინადადების ხშირად გამოყენებას გვირჩევს, როგორიც არის ” შენ საკმარისად მამაცი ხარ იმისთვის რომ ეს სცადო!” ბავშვი თავს კომფორტულად გრძნობს, როდესაც მრავალნაცად და ნაცნობ რაღაცას აკეთებს, თუმცა ცალსახად გამბედაობა სჭირდება ახლისა და განსხვავებულის გამოსაცდელად რაც მშობლების მხრიდან დაფასებას ნამდვილად იმსახურებს.

12. გამოხატეთ სიხარული როდესაც თქვენი შვილი რამე ახალს ისწავლის
ბავშვები ხშირად უყურებენ მშობლების რეაქციას, ამიტომ თუ აღფრთოვანებას გამოხატავთ იმის გამო, რომ თქვენმა შვილმა ცურვა ან ახალი ენა ისწავლა, მაშინ ისინიც აღფრთოვანდებიან საკუთარი მიღწევის გამო.

Please follow and like us: