2 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 46 უკვე გამოჯანმრთელდა
17 საათის წინ
პატრიარქი – უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა, ყველაფერი სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს
17 საათის წინ
თენგიზ ცერცვაძე – საქართველოს ინფექციის გავრცელებით 109-ე ადგილი უკავია და ჩვენ უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, სადაც ვირუსის დიაგნოსტიკა ხდება თუ არა, ესეც არ ვიცით
17 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსისგან 45 ადამიანი გამოჯანმრთელდა
17 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

გურჯაანის რაიონში, ზიარ-ფხოველის არქეოლოგიური გათხრებისას, სოფელ ზიარში ძველი ქვის ხანის პერიოდის (ქვ. პალეოლითის) პირველყოფილი ადამიანის ე.წ. ღია ტიპის სადგომი-სახელოსნო აღმოაჩინეს.

როგორც სპეციალისტები აცხადებენ,  აღმოჩენანახევარი მილიონი წლის წინანდელია და კავკასიაში ანალოგი არ მოეძებნება.

არსებული ინფორმაციით, სადგომ-სახელოსნოში,რომელიც დაახლოებით 100 კვადარატულ მეტრზეა გავრცელებული, ათასობით არტეფაქტია აღმოჩენილი, რომელიც თავის წარმოშობითა და სიძველით უმნიშვნელოვანესია.

სადგომ-სახელოსნოს ტერიტორიაზე  კაჟის ქვისა და კირქვისგან დამზადებული ათასობით ცალი სხვადასხვა დანიშნულების უძველესი ქვის იარაღია აღმოჩენილი.

აღმოჩენა  ჯერ სრულად არ აუთვისებიათ და სპეციალისტები ვარაუდობენ,  რომ უფრო მეტ სიღრმეზე ჩასვლისას შესაძლოა  უფრო ძველი დროის ნივთებიც აღმოჩნდეს.

ფხოვლის არქეოლოგიური გათხრებისას, ცეცხლის გამოყენების უძველესი კვალიც არის აღმოჩენილი.

სპეციალისტების განცხადებით, სადგომ-სახელოსნო, მსოფლიოში აქამდე ანალოგიური აღმოჩენების თვალსაზრისით,  აფრიკის და საფრანგეთის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს.

წყარო: doctrina.ge

Please follow and like us: