14 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
19 საათის წინ
ნათია თურნავას განცხადებით, ლარის გამყარება იმის დასტურია, რომ ეროვნული ვალუტა მყარი და ჯანსაღი ვალუტაა და ეკონომიკა მყარად ვითარდება
20 საათის წინ
ჯანდაცვის მინისტრი – ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით საფრთხის რისკი მომატებულია, მაგრამ ყველა ღონისძიება გვაქვს გატარებული, რაც ამ რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს
20 საათის წინ
ნათია თურნავა კორონავირუსზე – გაზაფხულთან ერთად ეს გამოწვევაც გადაივლის – ხშირად დავიბანოთ ხელი და არაფერი მოხდება, ამას მარტივად გადავიტანთ
2 დღის წინ
ლევან გელბახიანს ევროპის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადაეცა

„გარეგნულმა სილამაზემ, – წერს წმ. იოანე ოქროპირი, – მიჩვევა იცის და დროთა განმავლობაში მის მიმართ ინტერესი იკარგება, ხოლო მშვენიერება სულისა პიროვნებას ყოველდღიურად განმაახლებელ ძალას ანიჭებს და მიმზიდველს ხდის მასთან ურთიერთობას. ამ სილამაზეს ვერც ავადმყოფობა, ვერც სიბერე ვერ წაშლის.“

ღვთისმოშიშება, თავმდაბლობა, სიბრძნე, კეთილზნეობა… – ის თვისებებია, რომელიც კარგი ოჯახის არსებობისათვის აუცილებელ საფუძველს ქმნის. ამიტომაც თავიდანვე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ ვის ირჩევს ადამიანი ცხოვრების თანამგზავრად.

ასევე გასათვალისწინებელია ის წინაპირობანი, რაც განსაზღვრავს ამ კავშირს. თუ ოჯახის შექმნას მხოლოდ ხორციელი ვნება ან ანგარება განსაზღვრავს, იგი, ფაქტობრივად, თავიდანვე განწირულია დარღვევისათვის, რადგან მიწიერ, წარმავალ ღირებულებებზეა დაფუძვნებული.

Please follow and like us: