3 საათის წინ
მოქალაქეებს, რომლებიც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ, 3 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადი სრულად დაუფინანსდებათ
3 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსი 115 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 22 უკვე გამოჯანმრთელდა
20 საათის წინ
საჭიროა თუ არა სასურსათო პროდუქტების საპნით რეცხვა ან დეზინფექცია — ექსპერტის რჩევები
20 საათის წინ
ავტომობილით 3-ზე მეტი პირის მგზავრობის შემთხვევაში, მძღოლი 3 000 ლარით დაჯარიმდება
23 საათის წინ
ევროკავშირი – საქართველოსთვის 20 მილიონზე მეტი გამოიყოფა და არსებული პროგრამებიდან 70 მილიონზე მეტი კრიზისის დასაძლევად გადამისამართდება

ლიეტუვაში მიმდინარე „საქართველოს კულტურის გაზაფხული ლიეტუვაში 2019 “ კულტურის დღეების ფარგლებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ ვილნიუსის ერთ-ერთ რაიონში “ქართველების ქუჩა” – Kარტველუ შტრეეტ გახსნა

ღონისძიება მუსიკალურად გააფრომეს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ანსამბლ „სულიკოს“ მომღერლებმა.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მაისში ლიეტუვამ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება საქართველოს აუთენტური დასახელების შაკარტველო-ს ლიეტუვურ ენაში დამკვიდრების თაობაზე ორი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის ასი წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში. შესაბამისად, ვილნიუსში ახლადგახსნილ ქუჩას ასევე Kარტველუ შტრეეტ ანუ ქართველების ქუჩა ეწოდა.

ამასთან საყურადღებოა, რომ მიმდინარე წელს აღინიშნება დამეგობრებული დედაქალაქების – თბილისისა და ვილნიუსის დამეგობრების 10 წლისთავი. ამ ღირშესანიშნავ თარიღს მიეძღვნა ანსამბლ „სულიკოს“ საჯარო კონცერტი ქ. ვილნიუსში მდებარე თბილისის სახელობის სკვერში, სადაც ვილნიუსის მაცხოვრებლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართულ ხელოვნებას.

Please follow and like us: