2 საათის წინ
მოქალაქეებს, რომლებიც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ, 3 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადი სრულად დაუფინანსდებათ
2 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსი 115 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 22 უკვე გამოჯანმრთელდა
19 საათის წინ
საჭიროა თუ არა სასურსათო პროდუქტების საპნით რეცხვა ან დეზინფექცია — ექსპერტის რჩევები
20 საათის წინ
ავტომობილით 3-ზე მეტი პირის მგზავრობის შემთხვევაში, მძღოლი 3 000 ლარით დაჯარიმდება
23 საათის წინ
ევროკავშირი – საქართველოსთვის 20 მილიონზე მეტი გამოიყოფა და არსებული პროგრამებიდან 70 მილიონზე მეტი კრიზისის დასაძლევად გადამისამართდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს
დაბადებული გ.შ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 26 მარტს თბილისში,
დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, სხეულზე ცივი
იარაღით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა 2000 წელს დაბადებული გ.კ.-ს
და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად
ამოიღეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით.

Please follow and like us: