6 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 46 უკვე გამოჯანმრთელდა
20 საათის წინ
პატრიარქი – უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა, ყველაფერი სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს
21 საათის წინ
თენგიზ ცერცვაძე – საქართველოს ინფექციის გავრცელებით 109-ე ადგილი უკავია და ჩვენ უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, სადაც ვირუსის დიაგნოსტიკა ხდება თუ არა, ესეც არ ვიცით
21 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსისგან 45 ადამიანი გამოჯანმრთელდა
21 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

ქართული გალობა და ზოგადად, პოლიფონია ეს არის ჩვენი უნიკალური შენატანი ქრისტიანულ და ზოგადად მსოფლიო ცივილიზაციაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საპატრიარქოში, ქართული გალობის ანთოლოგიის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, მთავრობის მეთაურმა რამდენიმე კვირის წინ იაპონიაში ვიზიტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ღონისძიებაზე, სადაც საქართველო იყო წარმოდგენილი, როგორც ღვინის სამშობლო, ანსამბლ „ბასიანის“ წევრებიც მონაწილეობდნენ და დამსწრე საზოგადოებაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს.

„ქართული ღვინო და ქართული პოლიფონია ერთმანეთს ავსებენ, ეს არის ჩვენი დიდი საგანძური და მინდა თითოეული თქვენგანი დავარწმუნო, რომ საქართველოს მთავრობა ყოველთვის დაუჭერს მხარს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც გულისხმობს ამ საგანძურის შენარჩუნებას, დაცვას და ამავე დროს ჩვენი კულტურის პოპულარიზაციას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ფოლკლორის ცენტრი, საქართველოს მასშტაბით 21 სკოლაში დაახლოებით 800-მდე ბავშვს აძლევს საშუალებას, რომ შეისწავლოს უნიკალური ქართული გალობა. წელს კი ამ რიცხვს 7 ახალი სკოლა დაემატება.

„კიდევ ერთხელ მსურს მადლობა გადავუხადო ჯგუფის ყველა წევრს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში მუშაობდნენ ამ უნიკალური წიგნების გამოსაცემად, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი გზა არის გასავლელი, რომ სრულად დავფაროთ ის უნიკალური გალობა, რომელიც დაგვიტოვეს დიდმა წინაპრებმა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მიმართა და გამოცემის ორგანიზატორებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

„დღევანდელი დღე, ეს არის დიდი ნაბიჯი წინ. მე მახსენდება ჩვენი შეხვედრა პრემიერ მინისტრთან. მე მას ვთხოვე, რომ საშუალო სკოლის პროგრამებში შევიდეს გალობა და ხალხური სიმღერა. პრემიერ მინისტრი შემპირდა, რომ ეს იქნებოდა. ყველას გილოცავთ ამ დღეს. ქართული სიმღერა და გალობა ეს არის დიდი ნაწილი ქართული კულტურისა. ღმერთმა დაგლოცოთ. მე მჯერა, რომ ეს ნაბიჯი არ იქნება ერთი ნაბიჯი და მას მომავალი ნაბიჯებიც მიჰყვება ამას“, – განაცხადა ილია II-მ.

ქართული გალობის ანთოლოგია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 და კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის აღსაყდრების 40 წლისთავს ეძღვნება. ანთოლოგიაში მე-19 მე-20 საუკუნეთა მიჯნაზე გამოცემული და ხელნაწერ კრებულებში დაფიქსირებული საგალობლები არის შესული.

Please follow and like us: