12 საათის წინ
სერიალმა მერაბ ნინიძის მონაწილეობით Emmy-ის ნომინაცია მიიღო
16 საათის წინ
სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ვეტერანები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები, არასრულწლოვნები და დევნილები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან
16 საათის წინ
„ნახატი, რომელშიც სული დევს, იშვიათია“- თვითნასწავლი მხატვარი ძმების ნაამბობი
18 საათის წინ
რადიოქალაქში იქნება ყველანაირი შესაძლებლობა და პლატფორმა ახალგაზრდებისთვის – კახა კალაძე
18 საათის წინ
არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით შსს-მ 11 ადამიანი დააკავა, მათ შორის მშობლებიც

ვულოცავ მთელ ჩვენ ქვეყანას, ჩვენს ეკლესიას, საერთოდ უბრალო ხალხს, ვისაც რაღაც სწამს ჯერ კიდევ და მე მჯერა რომ სწამს… ამ არაჩვეულებრივი, არ ვიცირა დავარქვა, წიგნი თუ… სახლში მიდევს უზარმაზარი სიმდიდრე, განძი და მინდა გამოვხატო ბედნიერება, რომელიც ჩემში იწვევს გარკვეულ ცრემლებსაც. რამდენი საუკენე ვარსებობთ, რამდენი საუკუნე არსებობს ქრისტიანული საქართველო. ჯერ არ შექმნილა ასეთი რამ, – ასე გამოეხმაურა რობერტ სტურუა ქართული გალობის ანთოლოგიის მრავალტომეულის გამოცემას.

რამდენიმე ათასი საგალობელი ნოტებზე ფოლკლორის ცენტრის ინიციატივით გადაიტანეს. ამის შესახებ  ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ანთოლოგიაზე სვიმონ ჯანგულაშვილი და ლევან ვეშაპიძე რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდნენ. უკვე გამოიცა 8 ტომი, სულ 40 ტომის გამოცემაა დაგეგმილი,რომელშიც ათი ათასამდე ქართული საგალობელი შევა. მზადდება ინტერნეტვერსია და ქართული გალობა ხელმისაწვდომი მსოფლიოს ყველა მუსიკოსისთვის შესაძლებელი იქნება. სამინისტროს ცნობით, ანთოლოგიის გამოცემას ნანა ჯანელიძეც გამოეხმაურა.

„ჩემთვის ეს არის იმ დიდი საქმის გაგრძელება, რაც თავის დროზე, ერთი საუკუნის წინ გააკეთეს, იღვაწეს ფილიმონ ქორიძემ და ექვთიმე კერესელიძემ. მათ რომ წარმოედგინათ, ერთი საუკუნის შემდეგ მათ მიერ გადარჩენილი 5532 საგალობელი, რომელიც ხელით იყო ჩაწერილი და შემდეგ ექვთიმე კერესელიძის მიერ სამ ხმაში გამართული, აი, ამას ასე მოკიდებდნენ ხელს დაარაჩვეულებრივად გადმოსცემდნენ, ყველას ექნებოდა წვდომა ამ განძთან (ეს არის ნამდვილად ეროვნული განძი), ისინი იტყოდნენ, რომ ესენი არიან გალობის რაინდები ისევე, როგორც ისინი იყვნენ გალობის რაინდები. ასე რომ, ეს ადამიანები: სიმონი, ლევანი, გიორგი – არიან გალობის რაინდები და ისინი ემსახურებიან თავიანთ ქვეყანას და კიდევ უფრო მეტი, ემსახურებიან ღვთის საგალობელს. ეს არის უდიდესი პატივი მათთვის და დიდი საჩუქარი ჩვენთვის“, – აღნიშნა ჯანელიძემ.

Please follow and like us: