2 საათის წინ
სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ვეტერანები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები, არასრულწლოვნები და დევნილები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან
2 საათის წინ
„ნახატი, რომელშიც სული დევს, იშვიათია“- თვითნასწავლი მხატვარი ძმების ნაამბობი
4 საათის წინ
რადიოქალაქში იქნება ყველანაირი შესაძლებლობა და პლატფორმა ახალგაზრდებისთვის – კახა კალაძე
4 საათის წინ
არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით შსს-მ 11 ადამიანი დააკავა, მათ შორის მშობლებიც
4 საათის წინ
ორი სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ [ფოტოგალერეა]

მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ წითელას ეპიდაფეთქების ლიკვიდაციის, მისი გავრცელების პრევენციისა და უსაფრთხო, ჯანსაღი გარემოს შექმნის მიზნით, მოსახლეობას წითელას საწინააღმდეგო აცრის ჩატარებისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ქვეყანა უზრუნველყოფილია მაღალი ხარისხის ვაქცინით და ვაქცინა, მომსახურება არის უფასო.

„2019 წლის იანვარში დაიწყო წითელას ეპიდაფეთქების ლიკვიდაციისკენ მიმართული აცრების კამპანია. მიუხედავად განხორციელებული და მიმდინარე ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებისა, მოსახლეობის დიდ ნაწილს კვლავაც სჭირდება წითელას საწინააღმდეგო გეგმიური და არაგეგმიური იმუნიზაცია.

წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის განკარგულებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ქვეყანა უზრუნველყოფილია მაღალი ხარისხის ვაქცინით. ვაქცინა და მომსახურება უფასოა,” – განაცხადა კახა კალაძემ.

Please follow and like us: