თოჯინების მწარმოებელი კომპანია „ბარბი“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მხარდასაჭერად ახალ თოჯინების სერიას უშვებს.

კომპანია ფიზიკური შესაძლებლობების გარშემო დამკვიდრებული სტერეოტიპების შეცვლას აპირებს ივნისში გამოსაშვები ახალი თოჯინებით, რომლებიც ეტლში მჯდომი და პროთეზიანები იქნებიან.

„ბარბი“ იმედოვნებს, რომ ამ მიდგომით ბავშვებში აამაღლებენ ცნობიერებას და სილამაზეს უფრო მრავალფეროვანი სახით დაანახებენ.

ცნობილია, რომ მსოფლიოში ერთი მილიარდი შშმ პირი ცხოვრობს.

Please follow and like us: