პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა ახალგაზრდულ კონფერენციის „მშვიდობა, ტერიტორიული მთლიანობა და უსაფრთხოება“ მონაწილეებს და სტუმრებს. კონფერენციას, რომელიც პარლამენტში ააიპ „მდგრადი განვითარების ასოციაციის“ ინიციატივით გაიმართა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უმასპინძლა.

სოფო კილაძემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ეთნიკური ნიშნით დევნაზე, რასაც ქართველები განიცდიან ქართული მხარის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე და საოკუპაციო რეჟიმის პრორუსულ პოლიტიკაზე. კომიტეტის თავმჯდომარემ ახალგაზრდებს ასევე გააცნო ის ნაბიჯები, რასაც სახელმწიფო დგამს კონფლიქტის მოგვარებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე.

კონფერენციაზე წარმოდგენილ თემებში მთავარი აქცენტი გაკეთდა სამოქალაქო ინტეგრაციასა და სახალხო დიპლომატიაზე აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებით. მონაწილეებმა, ასევე ისაუბრეს სახელმწიფოს სამშვიდობო პოლიტიკაზე.

Please follow and like us: