5 საათის წინ
20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული ყველა პირი გათავისუფლებულია
9 საათის წინ
პარლამენტმა პროკურატურას თანხმობა მისცა, დეპუტატ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართოს
12 საათის წინ
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ ფრენებს 12 ახალი ევროპული მიმართულება დაემატება
12 საათის წინ
ვალერი გელბახიანი: პოლიციამ ხელი შეუწყო დანაშაულებრივ ქმედებებს
12 საათის წინ
პროკურატურა – ნიკა მელიამ თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას, რის გამოც ბრალდების შესახებ დადგენილება პროკურატურამ მის ადვოკატს გააცნო

სამყაროში უცნაური და უჩვეულო რამ ბევრია. ასევეა ქვეყნებშიც და ასევეა ქალაქებშიც. ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში უცნაური და სახალისო დასახელების არაერთ ქუჩას შევხვდებით. ზოგი მათგანის სახელი რაღაცასთან ასოცირდება, ზოგი – ვიღაცასთან, ზოგი კი, საერთოდ, გაურკვეველია, რასთან, ან ვისთან არის დაკავშირებული.

აღსანიშნია, რომ თბილისში ვხვდებით ქუჩებს, რომლებსაც სხვადასხვა უცხო ქვეყნის პირველი პირის, ან საზოგადო მოღვაწის პატივსაცემად აქვს სახელწოდება შერჩეული. მაგალითისთვის, საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის უკმაყოფილებას იწვევს ის, რომ საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთ ქუჩას „ჯორჯ ბუშის ქუჩა“ ეწოდება. ეს, ჯერ კიდევ, 2005 წლიდან მოყოლებული. ამავე ტიპის გახლავთ შემთხვევა, როდესაც ქუჩას „ევროპის ქუჩა“ ეწოდება და, ნაცვლად ერთი კონკრეტული პიროვნებისა, ის მთლიანი კონტინენტის სახელს ატარებს. ცნობისთვის, ის სამგორის რაიონში, აეროპორტის დასახლებაში მდებარეობს. თბილისშივე შეგეძლებათ, „სევანის ქუჩა“ აიარ-ჩამოიაროთ.

დედაქალაქში, ასევე, მდებარეობს შემდეგი ქუჩები:

ჭირნახულის – მდებარეობს ლილოს დასახლებაში;

ოჟიოს ქუჩა – მდებარეობს კოსტავას ქუჩაზე.

„კომკავშირის ქუჩასაც“ დედაქალაქში შეხვდებით.  მასთან ერთად – „ხეივანის ქუჩას“, „ვარდისუბნის ქუჩას“, „ხევძმარის ქუჩას“. ასევე, თბილისშივე მდებარეობს „გამარჯვებისა“ და „მშვიდობის“ ქუჩები. გარდა ამისა, „ტოლენჯის“, „ხიზაბავრის“, „ბოტანიკისა“ და „შუშინის“ ქუჩები.

განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ჩვენს ქვეყანაში, 21-ე საუკუნეში, დედაქალაქში „მულღაზანზარის“ ქუჩა არსებობს. სწორად იმ იდეას ეხმაურება დღეს ბევრი ქართველი, რომ, ნაცვლად უცხო ქვეყნების, მათ შორის – რუსეთის საზოგადო მოღვაწეების სახელისა და გვარებისა, ქუჩებს ისეთი სახელწოდებები ეწოდოს, რომლებიც ჩვენს ქვეყანასთან, მის წარსულთან და რეალობასთან ასოცირდება.

გვაქვს ქუჩები ისეთი გვარების სახელწოდებებით, როგორებიცაა: „ბურძგლა“, „მორეტი“, „ირბახი“, „ბოროდინი“ და „იუმაშევის“.

ჩვენს დედაქალაქშივეა ქუჩები შემდეგი სახელწოდებებით:

„იმედის ხეივანი“;

„იბრაჰიმ ისპასჰანლის ქუჩა“;

„სამღერეთის ქუჩა“;

„სანქტ-პეტერბურგის ქუჩა“;

„ფერისცვალების ქუჩა“;

„წითელი პარტიზანების ქუჩა“;

„ვატუტინის ქუჩა“;

„ინდუსტრიალიზაციის ქუჩა“;

„ტრაქტორის ქუჩა“;

„ნიაღვრის შესახვევი“;

„ავლაბრის მე-2 ფერმა“;

„დეპუტატის ქუჩა“;

„პიონერის ქუჩა“;

„მეგობრობის გამზირი“;

„პარალელურის ქუჩა“;

„პრავდის ქუჩა“;

„ზაკომოლდინის ქუჩა“;

„კოლექტივიზაციის ქუჩა“…

ცნობისთვის, დღევანდელი მდგომარეობით, არის არაერთი ქუჩა, რომელსაც „უსახელო ქუჩის“ სახელწოდება აქვს.

Please follow and like us: