3 საათის წინ
მიხეილ ჩხენკელი – სკოლების მასწავლებლების ანაზღაურების ზრდა გრძელდება, იგივე უნდა მოხდეს პროფესიული, უმაღლესი განათლების პედაგოგებისა და მეცნიერებისთვის
3 საათის წინ
ბიძინა ივანიშვილი – მე ვიყავი და ვრჩები 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მომხრე და გულწრფელად ვწუხვარ, რომ ეს ვერ მოხერხდა
3 საათის წინ
მამუკა ხაზარაძე – დღეს, სწორედ რუსთაველზე გადის ჩვენი თავისუფლების დაცვის და ქვეყნის მომავლის გადარჩენის ხაზი – „ლელო“ დგას ხალხთან ერთად!
3 საათის წინ
კახა კალაძე – უმრავლესობა არ დაიშლება და არც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება
3 საათის წინ
ბიძინა ივანიშვილი – “ნაცმოძრაობის” წევრებმა ჩვენს დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენეს – როგორც ჩანს, ამან მაჟორიტარების მოთმინების ფიალა აავსო და მეც ვეღარ მოვახერხე კონსტრუქციულ ველში მათი დაბრუნება

თბილისი ახალ სატრანსპორტო ქსელზე გადადის, როგორც კახა კალაძე აცხადებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების პროცესი უკვე დაწყებულია და 2019 წლის ბოლოსთვის ყვითელი ავტობუსები მთლიანად ჩანაცვლდება. მისივე თქმით, არასახარბიელოა მიკროავტობუსების მდგომარეობაც.

როგორც „თბილისი თაიმსთან“ საუბრისასც თბილისის მერიაში განაცხადეს, სატრანსპორტო მდგომარეობაზე კვლევას ატარებს ფრანგული კომპანია „სისტრა“, რომლის საბოლოო შედეგები გაზაფხულზე გახდება ცნობილი. მონაცემებზე დაყრდნობით გაირკვევა, თუ როგორ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და როგორ იქნება ერთმანეთის კვეთაში მეტრო, ავტობუსები და მიკროავტობუსები.  მთავარი მიზანი მოსახლეობისათვის მგზავრობის უზრუნველყოფაა, მერია ცდილობს, რომ თითოეული მგზავრისათვის გადაადგილება იყოს უფრო კომფორტული, სწრაფი და უსაფრთხო.

კვლევის ერთ-ერთი მიზანია, მოხდეს ქსელის ოპტიმიზაცია და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელი იყოს აგებული არა კომერციულ ინტერესზე, არამედ მგზავრის კომფორტზე. ხორციელდება ახალი საავტობუსო ხაზების შექმნა, რაც კიდევ უფრო გააადვილებს მგზავრთა გადაადგილებას. გზებზე არსებული შეფერხებები არ შეეხება ავტობუსებს, ამასთანავე, ცვლილება იგეგმება შუქნიშნების მუშაობის მხრივაც, როგორც თბილისის მერია გვატყობინებს, შუქნიშანი ჯერ ავტობუსებისთვის აინთება, ხოლო შემდეგ კერძო ტრანსპორტისათვის.

2019 წლის ბოლოსათვის ყვითელი ავტობუსები აღარ იქნება, ამჟამად თბილისის მერია ელოდება ახალ 90 ავტობუსს და მომავალში დაგეგმილია კიდევ 200 მდე ავტობუსის შეკვეთა, რომელიც არის უახლესი, საკმაოდ დიდი და ამასთანავე ეკოლოგიურად სუფთა. ერთ-ერთი მიზანი, რასაც ტრანსპორტის ახალი ქსელი ემსახურება ესაა მოსახლეობისათვის გადაადგილების იმდენად კომფორტული ვარიანტის შემოღება, რომ კერძო ავტომობილების მძღოლებმა უარი თქვან მუდმივად მანქანით სიარულზე და კომფორტულად იმგზავრონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რაც შეამსუბუქებს საცობების მდგომარეობას და, რა თქმა უნდა,  შეამცირებს ჰაერის დაბინძურების მაჩვენებს, რადგან თითოეული ახალი ავტობუსი არის ეკოლოგიურად სუფთა!

Please follow and like us: