5 საათის წინ
20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული ყველა პირი გათავისუფლებულია
8 საათის წინ
პარლამენტმა პროკურატურას თანხმობა მისცა, დეპუტატ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართოს
11 საათის წინ
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ ფრენებს 12 ახალი ევროპული მიმართულება დაემატება
11 საათის წინ
ვალერი გელბახიანი: პოლიციამ ხელი შეუწყო დანაშაულებრივ ქმედებებს
12 საათის წინ
პროკურატურა – ნიკა მელიამ თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას, რის გამოც ბრალდების შესახებ დადგენილება პროკურატურამ მის ადვოკატს გააცნო

ის, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაციას, არ უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე ეს იყოს ბარიერი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძე მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რამდენად არის შესაძლებელი ოკუპირებული ტერიტორიების პირობებში საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ნატო-ში ინტეგრაცია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

„ის ფაქტი, რომ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი მხარს უჭერს ამ იდეას, ნიშნავს იმას, რომ ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ის ეფუძნება ღირებულებებს. ჩვენ ვაშინგტონში მოვისმინეთ ძალიან ძლიერი გზავნილები იმასთან დაკავშირებით, რომ არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, სუვერენული არჩევანი შეუზღუდოს რომელიმე ერს, თავისუფალ ქვეყანას და ამ შემთხვევაში საქართველოს. ის ბერკეტი, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ჩვენი ქვეყნის 20%- ის ოკუპაციას, არ უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე ეს იყოს ბარიერი. ჩვენ ამის შესახებ მოვისმინეთ გზავნილები ნატო-ს გენერალური მდივნისგან და ასევე, მოვისმინეთ ვაშინგტონში,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Please follow and like us: