2 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
4 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
4 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
4 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
4 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები

2019 – 2022 წლებში საქართველოს რეგიონების გაზიფიცირების გეგმის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით ბუნებრივი აირით კიდევ 217 დასახლებული პუნქტი მომარაგდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, შედეგად, საქართველოს მასშტაბით, 1 200 000-ზე მეტ აბონენტს ექნება ბუნებრივ აირზე წვდომა, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში აბონენტთა მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 85 პროცენტი იქნება გაზიფიცირებული.

დაგეგმილი სამუშაოების სავარაუდო ჯამური ინვესტიცია 210 მილიონ ლარს შეადგენს.

„აღნიშნული ინვესტიციების განხორციელების შემდეგ, როდესაც 85 პროცენტიან ნიშნულს მივაღწევთ, საქართველო გაზიფიცირების თვალსაზრისით რეგიონში ერთ-ერთი ლიდერი იქნება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Please follow and like us: