დავით კიკნაველიძე ბენდიინტერვალის” ერთერთი დამფუძნებელი, ფრონტმენია, იგი „თბილისი თაიმსს“ ბედნის შესახებ ესაუბრა და ბლიც ინტერვიც ჩაწერა.

“ჯგუფი არსებობს 2018 წლის მარტის თვიდან მოყოლებული. ბენდის შექმნის იდეა დიდი ხანი გვქონდა მე და ბენდის დრამერს, დავით კალატოზიშვილს. სხვადასხვა კოლექტივებით ხშირად ვიკრიბებოდით და ვუკრავდით. თვითონ ინტერვალის შემადგენლობა მარტის თვეში საბოლოოდ შევიკარით და დავიწყეთ მუშაობა პირველ საავტორო სიმღერაზე “მუსიკალური ზღვა”, რაც შემდგომ ჩვენ პირველ სინგლად იქცა. ბენდის სახელი ჩვენს იდეოლოგიაზე დაყრდნობით დაიბადა 28 აპრილს . ყოველი სიმღერა უჩენს კითხვას მსმენელს და ინტელექტუალური განვითარებისკენ მოუწოდეს, მოუწოდებს შეეხოს რაღაც უცნაურ, მისტიურ ახალ სამყაროს. დიდ მნიშვნელობას როგორც, ლირიკას ასევე მუსიკასა და არტისტულობას ვანიჭებთ , რაც ჩვენს ლაივებს ასეთ ენერგიულ, იდეოლოგიურ და დამაფიქრებელ სახეს აძლევს. ჯგუფი ახლო მომავალში ალბომის ჩაწერას ვდიქრობთ, რისთვისაც საკამრისზე მეტი კონტენტი გვაქვს”.

 

ვფიქრობბევრს

ვგრძნობ, რომ არსებობს მეტი

ვერიდებიდოგმებს

ვეჭვიანობ– იშვიათად

ვნანობხმამაღლა

მძულს– დოგმატიკა

ვოცნებობცოდნაზე

ვიცი– რაღაც

არ ვიცირაღაცები

მეშინიაფიქრის

შემიძლიაფიქრი

არ შემიძლია ცურვა

მიყვარს– ფიქრი

არ მიყვარს სიყალბე

ვკარგავთავს ხანდახან

ვმალავ– რვეულს

მაინტერესებს ყველა და ყველაფერი

არ მაინტერესებსის რაც ხელს მიშლის

მესიზმრება– გააჩნია სად

ვეხმარებითავს

ვდარდობხშირად

ვყოყმანობ– არასდროს

მინდავიცოდე

განვიცდი– ბევრს

მენატრებახანდახან

საუკეთესო რაც მაქვს “ინტერვალი”

თავისუფლება ნიშნავსფიქრს

რომ არა აქ, ვიქნებოდი “აქ”

სიმღერა ჩემთვისუცხოგანზომილებელია

ვგეგმავ-ვიყო რაც ვარ

ავტორი: ნინი ჭრიკიშვილი

 

Please follow and like us: