ზოგადი განათლების კანონში ცვლილებებს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. ცვლილებები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ეხებოდა.

კენჭისყრის შედეგად, კანონპროექტს მხარი დეპუტატმა დაუჭირა 54-მა დეპუტატმა, ხოლო წინააღმდეგი არავინ იყო. ცვლილებების მისაღებად საჭირო იყო 63 ხმა.

კენჭისყრის შემდეგ უმრავლესობის დეპუტატმა, ლევან კობერიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა თხოვნით, რომ ხმაურის გამო გაუგებარი იყო რა კანონპროექტზე იყო საუბარი და საკითხი კენჭისყრაზე ხელახლა დამდგარიყო, თუმცა ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ “სამწუხაროდ, არ გვაქვს საფუძველი იმისათვის, რომ ჩატარდეს განმეორებითი კენჭისყრა”. პარლამენტის სპიკერმა ასევე თქვა, რომ ხმაური არ არის არგუმენტი.

Please follow and like us: