TI-ის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე მეტად ეკლესიას და რელიგიურ ორგანიზაციებს ენდობა, ხოლო ყველაზე ნაკლებად – მედიას.

კვლევის მიხედვით, ინსტიტუტების ნდობის მაჩვენებელი:

  1. ეკლესია და რელიგიური ორგანიზაციები – 55%;
  2. მასწავლებლები – 31%;
  3. ექიმები – 22%;
  4. პოლიცია – 19%;
  5. ადგილობრივი ხელისუფლება – 14%;
  6. საქართველოს პრეზიდენტი – 11%;
  7. ცენტრალური საარჩევნო კომისია – 10%;
  8. საქართველოს პრემიერ-მინისტრი – 9%;
  9. არასამთავრობო ორგანიზაციები – 8%;
  10. სასამართლო – 5%;
  11. საქართველოს პარლამენტი – 5%;
  12. მედია – 3%.

გრაფიკი N1: ქვეყანაში არსებული ინსტიტუტებიდან სასამართლოს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ნდობის მაჩვენებელი აქვს © TI

აღნიშნული განწყობები გამოკვეთა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დაკვეთით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” (CRRC) მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულმა 2087 ადამიანის გამოკითხვამ, რომლის საშუალო ცდომილება 2,3%-ს შეადგენს.

წყარო:http://netgazeti.ge

Please follow and like us: