5 საათის წინ
20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული ყველა პირი გათავისუფლებულია
8 საათის წინ
პარლამენტმა პროკურატურას თანხმობა მისცა, დეპუტატ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართოს
11 საათის წინ
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ ფრენებს 12 ახალი ევროპული მიმართულება დაემატება
11 საათის წინ
ვალერი გელბახიანი: პოლიციამ ხელი შეუწყო დანაშაულებრივ ქმედებებს
12 საათის წინ
პროკურატურა – ნიკა მელიამ თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას, რის გამოც ბრალდების შესახებ დადგენილება პროკურატურამ მის ადვოკატს გააცნო

3-5 მაისს, ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა “Georgian Tourism Fair 2019” გაიმართება. ღონისძიება განახლებული ფორმატით, საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიას“ მე-11 პავილიონში ტარდება.

„ახალი ტურისტული მიმართულებები, ფასდაკლებების ფესტივალი, საქართველოს ყველა კუთხე ერთ სივრცეში, სემინარები და უორქშოპები ტურიზმისა და მომსახურების სფეროზე. ეს ყველაფერი დამთვალიერებელს გამოფენაზე დახვდება“, – ამბობენ ორგანიზატორები.

„ექსპოჯორჯიას“ გარე ტერიტორიზე მოეწყობა საგამოფენო სივრცე, სადაც დაგხვდებათ ჩვენი ქვეყნის ყველა მხარის სტენდი – კუთხეების წარმომადგენლები მათთვის დამახასიათებელ ხელნაკეთ ნაწარმსა და კერძებს წარმოადგენენ.

მათივე თქმით, გამოფენის მონაწილეები, მსურველებს, მსოფლიოს გარეშემო ტურების დაგეგმვასა და ახალი მიმართულებების აღმოჩენაში დაეხმარებიან.

„აქვე გაიგებთ უამრავ სასარგებლო ინფორმაციას, თუ როგორ დაგეგმოთ მოგზაურობა იაფად. რაც შეეხება სემინარებსა და უორქშოპებს, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა მათთვის, ვინც აპირებს ტურიზმისა და მომსახურების სფეროში საქმის წამოწყებას ან უკვე არის მცირე ან საშუალო სასტუმროს, რესტორნის თუ ტურისტული კომპანიის მფლობელი. „მარკეტერის“ მხარდაჭერით კი ჩატარდება სემინარების ციკლი ტურიზმის მარკეტინგის შესახებ“.

გამოფენის პარალელურად, გაიმართება HoReCa Expo, სადაც წარმოდგენილი იქნება სასტუმროებისა და რესტორნების ინვენტარი, აღჭურვილობა, სუვენირები.

“Georgian Tourism Fair 2019 “-ზე დასწრება თავისუფალია. 3-5 მაისს, ღონისძიებები მთელი დღის მანძილზე გაგრძელდება.

Please follow and like us: