9 აპრილის მემორიალთან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მივიდა. პატრიარქმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას მიაგო პატივი და პანაშვიდი გადაიხადა.

პატრიარქთან ერთად 9 აპრილის მემორიალთან იმყოფება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

1989 წლის 9 აპრილიდან 30 წელი გავიდა. 30 წლის წინ, რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილი ათასობით ადამიანი საბჭოთა არმიამ დაარბია, რის შედეგადაც, დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით მოქალაქე დაიჭრა და სხვადასხვა დაზიანება მიიღო.

Please follow and like us: