2 საათის წინ
მოქალაქეებს, რომლებიც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ, 3 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადი სრულად დაუფინანსდებათ
3 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსი 115 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 22 უკვე გამოჯანმრთელდა
19 საათის წინ
საჭიროა თუ არა სასურსათო პროდუქტების საპნით რეცხვა ან დეზინფექცია — ექსპერტის რჩევები
20 საათის წინ
ავტომობილით 3-ზე მეტი პირის მგზავრობის შემთხვევაში, მძღოლი 3 000 ლარით დაჯარიმდება
23 საათის წინ
ევროკავშირი – საქართველოსთვის 20 მილიონზე მეტი გამოიყოფა და არსებული პროგრამებიდან 70 მილიონზე მეტი კრიზისის დასაძლევად გადამისამართდება

საავტობუსო ზოლებზე და ველობილიკებზე უსაფრთხოების კამერების დასამონტაჟებლად, ტენდერი გამოცხადდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

დედაქალაქის მერმა საავტობუსო ზოლებსა და ველობილიკებზე უსაფრთხო კამერების განთავსების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, ოთხი მილიონი ლარი დაიხარჯება.

მისი თქმით, „ჭკვიანი კამერები“ ქალაქის ასეულობით წერტილში დამონტაჟდება, რომელიც დარღვევების დაფიქსირებასა და დამრღვევი პირებისთვის შესაბამისი სანქციების გამოწერას უზრუნველყოფს.

„მოძრაობის უსაფრთხოების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისა და ველობილიკებზე მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, საავტობუსო ზოლებზე და ველობილიკებზე უსაფრთხოების კამერების დაყენების მიზნით, ტენდერს ვაცხადებთ. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დროს ვცდილობთ, ევროპული სტანდარტი დავნერგოთ, რადგან წინააღმდეგგ შემთხვევაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა მხოლოდ ახალი ავტობუსების შეძენით ვერ მოგვარდება. ქალაქში საცობების თვალსაზრისით, სერიოზული პრობლემაა. სწორედ ასეთი პროექტებითაა შესაძლებელი, არსებული პრობლემა მოგვარდეს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მაგალითისთვის კოტავა-შარტავას ქუჩები მოიყვანა, სადაც აღნიშნული თვალსაზრისით ვითარება მოწესრიგებულია, თუმცა მისივე თქმით, ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ავტომფლობელები ავტობუსის სავალ ნაწილზე გადადიან ან ველობილიკებზე აპარკინგებენ, რაც აღნიშნულ ინფრასტრუქტურას პრაქტიკულად, აზრს უკარგავს.

 

Please follow and like us: