მართლამდიდებლური ეკლესია დღესასწაულობს 1 (14) აპრილის, დიდმარხვის მე-5 კვირას

 კათოლიკური ეკლესია 1 აპრილს, 25 იანვარს და 9 აპრილს

სომხური სამოციქულო ეკლესია 1 აპრილს

 კოპტური ეკლესია 1 აპრილს

 სირიულ-მართლმადიდებლური ეკლესია 1 აპრილს და 5 ნოემბერს აღნიშნავს.

გადმოცემის თანახმად მარიამ მეგვიპტელმა გადაწყვიტა, რომ წასულიყო მოსალოცად ჯვართამაღლების დღესასწაულზე იერუსალიმში. სამჯერ ეცადა მარიამი აღდგომის ტაძარში მსახურებაზე შესვლას, მაგრამ ყოველ ჯერზე უხილავმა ძალამ შეაჩერა და უთხრა, რომ არ იყო ღირსი იმ ჯვრის ხილვისა, რომელზედაც მაცხოვარი ეცვა. სობოლოოდ ეკელესიის კედელზე ნახა დედა ღვთისმშობლის ხატი და შეევედრა შემწეობა ქრისტე მაცხოვართან ცოდვების მისატევებლად.

რის შემდეგაც იერუსალიმში ერთმა უცნობმა აჩუქა მას სამი მონეტა, რომლითაც იყიდა სამი პური და გადავიდა იორდანის მეორე ნაპირზე სამოღავაწეოდ. იქ იპოვა 46 წლის შემდეგ მონაზონმა ზოსმიმემ სრულიად შიშველი და თმებით შემოსილი. მარიამმა სთხოვა, რომ აღდგომის დღესასწაულზე გადმოსულიყო იორდანის ამ ნაპირზე, რათა წმინდა ზიარება მიეღო მისგან. დიდ ხუთშაბათს მოადგა მონაზონი ზოსიმე იორდანეს, მაგრამ მდინარე იყო ადიდებული და ვერ გადადიოდა. ამ დროს მოვიდა ღირსი დედა, გადასახა წყალს ჯვარი და და წყალზე გაიარა. მიიღო ზიარება და უკან გაბრუნდა. როდესაც მონაზონი ზოსიმე ერთი წლის შემდეგ მობრუნდა, მარიამი გარდაცვლილი დახვდა. სილაზე იყო დაწერილი თხოვნა, რომ დაესაფლავებინა.  ჯერ კიდევ ფიქრებში იყო მონაზონი ზოსიმე, როდესაც ლომი გამოჩნდა და საფლავი გათხარა ბრჭყალებით, მონაზონი კი ლოცულობდა.

მარიამ მეგვიპტელის საფლავი ადრევე, მე-6 საუკუნიდან იქცა მომლოცველთათვის სასურველ ადგილად. რაზეც იონაე მოსხიც მიუთითებს.

ავტორი: გრიგოლ ჭეჟია

Please follow and like us: