რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თბილისის მიმართულებით მიმავალი სატვირთო ავტომობილი ამობრუნდა. დაშავდა ავტომობილის მძღოლი. შემთხვევის გამო ავტობანზე მოძრაობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეფერხება იყო.ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს.
როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ჩადენილი დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.