ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ეკვილიბრიუმი წარმატებით აგრძელებს თანამშრომლობას კერძო სექტორთან ბიბლიოთეკების აღდგენისა და დახმარების მიმართულებით. მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია კომპანია გალფი.

“ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი: გალფი ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ეკვილიბრიუმის მხარდაჭერას აგრძელებს და წელს ასზე მეტ სოფელში ჩავიტანთ წიგნებს. ამ შაბათ-კვირას უკვე სამეგრელოში მივდივართ, 23 აპრილს კი ძალიან პოპულარული კამპანიის #აჩუქეწიგნის ფარგლებში მაღალმთიანი აჭარისკენ წიგნებით დატვირთული რამდენიმე მინიბუსი გავა. წიგნის ჩუქების დღეს თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკებიც შემოუერთდა და მერიასთან ერთად სოფელ ვეჯინის დარბეულ ბიბლიოთეკას აღადგენენ”, — აცხადებს გიორგი კეკელიძე.

Please follow and like us: