აფხაზური და მეგრული “აჯიკის” დამზადების ტექნოლოგიას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტო ავრცელებს.

საინტერესოა, რომ პოპულარული საკმაზი “აჯიკა”, რომელიც სათავეს სავარაუდოდ მე-15 საუკუნიდან იღებს, კაცების შექმნილია. მისი პირველი სახელწოდება “აპირპილ-ჯიკა” ანუ,  წიწაკიანი მარილია.

არჩილ ზამბახიძე: “პროექტ “ქართული გემოს მემკვიდრეობის” ფარგლებში, ჩვენ ვიმოგზაურეთ საქართველოს გარშემო და მოვიძიეთ 140 რეცეპტი. მათ შორისაა როგორც ნაცნობი, ასევე აბსოლუტურად უცნობი ქართული რეცეპტები. მათთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება ეტაპობრივად არის დაგეგმილი.”

Please follow and like us: